|
ამას, იმას რომ, თვალი მტერზე უნდა გვეჭიროს, ჩვენ კი, მტრისა წილ, ღრეობაზე გვიჭირავს თვალი: ვინ, ვინ შეგვინდობს, ანდა რატომ უნდა შეგვინდოს, - ერთი მითხარი!
იმას რომ: ხელში ხმალი უნდა გვეჭიროს, ჩვენ კი, ხმლისა წილ, ჯიხვისანი გვიჭირავს რქანი: ვინ, ვინ შეგვინდობს, ანდა რატომ უნდა შეგვინდოს, - ერთი მითხარი!
დროა, ქართულმა სუფრამ! - მოდის მერმისი - ცოცხით ხელში - მკაცრი და სუფთა. |


