კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
კვირა, 15 ნოემბერი 2026 12:35

 

მე ქართველი ვარ! ჩემი სამშობლო

ორ ზღვას შუაა გადაჭიმული;

თუმც პატარაა, მაგრამ ბუნებით

ყოვლის სიმდიდრით არის შემკული.


მის დიდროვანი მაღალი მთები

შეხეთ, თითქოს ცას ებჯინებიან

და იქიდანა ტურფა ქვეყანას

ამაყურადა თავს დასცქერიან:


მე ქართველი ვარ! მთლად ქართველობა

რაღაც ღრმა ძილში არის ჩაფლული

და მამულისთვის არა ღელდება

გაქვავებული იმისი გული!


როს ვაკვირდები ჩვენს ამგვარ ყოფას,

სული და გული კვნესას დამიწყებს,

მაგრამ იმედი, ისევ იმედი

სულით მაშვრალსა მარად მამხნევებს.


მე ქართველი ვარ! მრწამს, რომ როდისმე

წავა, გაივლის ეს დრო ძილისა

და დღესა თუ ხვალ, უეჭველადა,

გამობრწყინდება მზე მომავლისა.


მე ქართველი ვარ! მაგრამ მითხარით:

აწ რაღა არის კაცი ქართველი?

ის იმყოფება სიბნელეშია

და თვალებს სჭვალავს დღისა ნათელი.


აქ აღარ ისმის ხმა ცხოვრებისა,

მის შიშით მტრები აღარა თრთიან

და თვითონ ჩვენი ღვიძლი მოძმენი

სოცოცხლეშივე საფლავს გვითხრიან!

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen