კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
კვირა, 15 ნოემბერი 2026 13:02

 

- დიდსულოვნება ჩვენი დიდი და დიადია,

ოღონდ დასტური მოგვეც, დასტური სიტყვა!

- არა!

- რაც ქვეყნად გაბადია, და რაც არ გაბადია,

გიბოძებთ ყოველივეს, ოღონდ ინებე!

- არა!

- არ არ დიდი ცოდვა და დიდი ტრაღედია,

იზრუნო მომავალზე, და სიცოცხლეზეც…

- არა!

- თუ გსურს, ქართული ხმა და ქართული მელოდია

ოდესმე მოისმინო, უარს ნუ იტყვი!

- არა!

- თუ გსურს, გახედო კვლავაც ალაზანსა და ლიახვს,

თანხმობის ერთადერთი სიტყვა გვაღირსე!

- არა!

- თუ გსურს, დაბრუნდე კვლავაც მთათა მაღალთა წიაღ,

ნუღა წარმოთქვამ - არას, წარმოთქვი ოდენ…

- არა!

- მაშასადამე, რჩევამ ამაოდ ჩაიარა,

აღარც მუდარამ გაჭრა, აღარც მუქარამ…

- დიაღ!

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ვახტანგ ჯავახაძე  • • •   ვახტანგ ჯავახაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen