კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ორშაბათი, 16 ნოემბერი 2026 13:15

 

ბევრი ამქვეყნად ერთ თბილ დღეს ნატრობს.

ბევრს თოვლიც არ წვავს, გულით რომ სურდეს.

მე კი სხვა მიწის რა უნდა მშურდეს

სამშობლო ჩემო, შენს შვილს და პატრონს.


ცხელ ინდოეთის ვიყავ სტუმარი,

სულით შევეწყვე, გულით გავენდე,

მიწას არ ჰქონდა რამ საწუნარი

ოკეანიდან ოკეანემდე.


რის დაწუნება, რა დაწუნება

ისიც შენგვარად არის ზღაპარი.

მაგრამ შენ არ ხარ მარტო ბუნება,

მაგრამ შენ არ ხარ მარტო მთა-ბარი.


სუნთქვა ხარ, სუნთქვა, გულის ფანცქალი,

ლხინის აფრენა, ჭირის მოთმენა,

მაგრამ მცირე ხარ, შენ გენაცვალე,

სულ პატარა ხარ, გულისოდენა.


არ გასწვდომიხარ მერიდიანებს,

ამ დედამიწის სიგრძე-განედებს,

შენი ფოთოლი არ მიფრიალებს.

ოკეანიდან ოკეანემდე.


მაგრამ შენს სვე-ბედს განა დაძრახავს,

შენი მგოსანი, შენი პოეტი?!

იყავ, რაცა ხარ! იყავ, რაცა ხარ...

დაგვილოცნია ეს ინდოეთი.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ირაკლი აბაშიძე  • • •   ირაკლი აბაშიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen