კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 17 ნოემბერი 2026 13:56

 

 

შენ ეი, „ხმელეთ-ზურმუხტო“,

გამოიხედე აქეთ:

ნუთუ არ ღიზიანდები,

როდესაც პირში გაქებთ,


ხოლო ზურგს უკან - ძირს გითხრით,

შეურაცხგყოფთ და თავს გჭრით

ჩვენი უზნეო „სიმკვირცხლით“,

მოჩვენებითი გარჯით?!


ყალბი პრესტიჟის მონები

ყალბისმქნელებიც გავხდით.

ვტრაბახობთ ჩვენი ქონებით,

სავსე სახლით და დახლით,


პურმარილებში თარეშით,

ხაშლამითა და ღომით,

ყველა ხვრელსა და ნახვრეტში

გაძრომა-გამოძრომით!


„ცა-ფირუზ“... მაგრამ სადღაა

ის საარაკო ფერი?!

ტიალ უდაბნოდ გამხდარა

შენი ყანა და ტევრი.


ისიც გაგვიხდა საკვეხნად,

რომ ვატყუილებთ მოყვასს:

ნავენახარში ნაგლეხარს

ახლა საზამთრო მოჰყავს!


გაირყვნა და გათაღლითდა,

ქვეყნის დაკარგა რიდი,

რძისა და კვერცხის საყიდლად

გლეხი ქალაქში მიდის


და უხვად აქცევს სიმწრის ოფლს

ზვარში კი არა, დახლთან...

მწარმოებელი ვინც იყო,

მომხმარებელი გახდა!


არ ვიცი, რა გვეშველება,

თუ არ შევიგნებთ ბოლოს,

რომ საქართველოს შვილები

ერთ დიდ ოჯახად ვცხოვრობთ;


ჩვენი პატრონი - ჩვენვე ვართ,

არავინაა მეტი

და ჩვენს ხელშია „ცა-ფირუზ,

ხმელეთ-ზურმუხტის“ ბედი!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მიხეილ ქვლივიძე  • • •   მიხეილ ქვლივიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen