კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
კვირა, 15 ნოემბერი 2026 11:55

 

 

გულ-დაღალული, დამწვარი,

მეფის ტყვეობის მნახველი,

ტყვეობაში მყოფ ცოლ-შვილსა

ეკითხებოდა ქართველი.


მითხარით, რა გადურჩინეთ

სამშობლოს აოხრებულსო,

როდესაც თემურ მძვინვარე

ფეხით სთელავდა მის გულსო?


ცოლმა მიუგო: "რაც გვქონდა

სიმდიდრე ჭეშმარიტიო,

ოქრო და ვერცხლი დიდძალი,

თვალი და მარგალიტიო"


"ნუთუ ეგ არის სიმდიდრე

მაგ შენს გულსა და თვალშიო?

ეგ ოქრო ცეცხლში ჩაჰყარე

თვალ-მარგალიტიც წყალშიო!"


ეს სთქვა და მიუბრუნდა ქალს:

"შენ მაინც გამახარეო! -

გულმა რა გითხრა, როდესაც

დააგდე ჩვენი მხარეო?


- რა უნდა გითხრა მამილო!..

დავწყევლე ჩემი ბედიო!..

სხვა რა შემეძლო მე იმ დროს

ბედკრულსა ამის მეტიო:


მოვსწყვიტე ვარდი კოკორი

სახსოვრად მოვიტანეო;

მისი დამჭკნარი ფურცლები

ცრემლებით გადავბანეო


დამჭკნარი ვარდი, ცრემლებით

არ განედლდება არაო!

მარტო ცრემლები ქვეყნისთვის

საშველად არა კმარაო.


მერე ვაჟს ჰკითხა მოხუცმა:

"შენ რაღა იცი კარგიო?

რა წამოიღე, მიჩვენე,

საშვილიშვილო ბარგიო"?..


შვილმა მიუგო: "ხანჯალი,

სიფრთხილით შენახულიო,

რომ საიდუმლოდ მონგოლებს,

გავუპო ხოლმე გულიო!"


- შემცდარხარ, შვილო! მაგითი

ვერ ნახავ გამარჯვებასო:

რომ ბევრიც მოჰკლა აქ მტერი

იქ ქართლს ვინ მისცემს შვებასო?


რად დაგავიწყდათ სუყველას,

საუნჯე წმინდა... დიდიო,

წარსულისა და მომავლის

სიცოცხლის გზა და ხიდიო:


სად არის ჩვენი ჩანგური

ქვეყნის ჭირი და ლხინიო;

სამშობლოს სისხლი და ხორცი

მისივე ნაღველ ტვინიო"?


მაშინ მიუგო მგოსანმა:

გულზე მე დავიკიდეო.

ვერ გავეყრები, გინდ მოვვლო

ტყვეობით კიდით-კიდეო!..


ჩემი სამშობლოს სიცილი

და მისი მწარე კვნესაო...

ორივე ერთად სიმებმა

შიგ გულში ჩაიკვნესაო".


სთქვა და ჩამოჰკრა სიმებსა

ხმას ცას აწვდენდა ჰანგებით...

და ის ხმა ტყვედ ქმნილს ბაგრატსაც

მოესმა ღვთისა განგებით...


მოესმა: ბაგრატ, გახსოვდეს

შენი სამშობლო ტკბილიო!

ვინც სულს არ სწირავს სამშობლოს,

არ ეთქმის ქვეყნის შვილიო"


მაშინ სთქვა ბაგრატ: "ჰე ღმერთო!

აწ იყავ ნება შენიო!

მე სულს გავწირავ, მაგრამ შენც

სამშობლო დამიხსენიო".

 

პოეზიის გვერდი   • • •     • • •   აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen