|
თუგინდ ქვეყანა, სამყარო სრული ნახო, დალახო, გადაიარო, მოგენატრება შენი ნიავი, შენი ორღობის აყალოს სუნი.
თბილისის თავზე მკრთალი ნათელი... ასეა, რაც შორს წავა ქართველი სამშობლო უფრო ახლოს ეხატვის.
ბავშვიც პატარა ჯერ უკუდგება, რომ გამოიქცეს და მშობელ დედას უფრო მხურვალედ მოხვიოს ხელი. |


