|
წინაპრის ლანდი ცხად-სიზმრის დარდებს - ბინდის სახვევებს აცლის ლაზარეს. დგას წიწამურთან თეთრი ირემი და თავის სიკვდილს ხედავს, საზარელს.
რქებში უნთია ცეცხლის მტევნები. მცხეთასთან მდორედ მიდის არაგვი, სულეთის ღამე მისდევს თენებით.
ჩემი ქვეყანა - მწირველი ბრძოლით. მამულს, ენას და რჯულს რომ შესწირა მშვიდობაც, ლხენაც, შენებაც, ომიც.
ქრისტეს ნათელით სავსე ბარძიმი. ხან საფარველი დაადო ჟამმა, ხან - ანიავა ძველი განძივით.
ჩვენში მარხავდა სიტყვას გაუხრწნელს. დღემდე უწყვეტი სულთა კავშირი მარადისობის ნიშანს გვაუწყებს.
სულ ვარსებობდით მზის წილიანნი და აღარ დავთმეთ ჩვენი ნათელი - დავითიანი და ილიანი.
და მღვიძარება დიდი წინაპრის, სულ მსხვერპლი, მსხვერპლი ორთავ სოფლისთვის - უძვირფასესი შესაწირავი.
რამდენს დაერქვა “საუფლო ძღვენი”. მსხვერპლად ვიღებდით, რაც რამ გვებადა, რომ დაგვრჩენოდა უფლება შენი.
“დღეს სამიკიტნო დუქნად ქცეულხარ”, სვამ სადღეგრძელოს, განა თუ სიტყვას და ღვაწლს აგრძელებ შენსავ რჩეულთა?!
ჩახედე თვალებს გრძნეული ქართვლის, ჰკითხე, მას ჰკითხე - შენ ბებერ დედას, ღირსეულ შვილად, ვაი თუ, არც გთვლის?
არც მოყვარე ჰყავს ავსილი სიბრძნით. მყინვარს გავხედოთ, ეგება ადგას ცისარტყელების ნათელი ბინდი?
მხოლოდ ტაშის ხმის, ეყოფათ, ექო? მამულო ჩემო, როგორ მინდოდა, თავისუფლება ღმერთივით გვეგრძნო.
ნისლიან მხედრებს, გმირულ მხნეობით, შენივე თავით აღვსილს გეხარა, და არა მონურ კეთილდღეობით.
მიყვარდეს ჩემი წუხილიც, ცრემლიც, არ დაელევა უფალს დიდება, არ წაექცევა ქართვლს მცხეთის ძელი.
უფალი, ჩვენივ ცოდვების გამო, მამული - ტანჯვით ნამარხულევი, ისევ მიაგნებს სიცოცხლის წყაროს.
მარადი ჟამის მადლითაც ვცოცხლობ, მინდა, ეს მიწა - ღვთის ნატერფალი, მორჩილებით და ნუგეშით ვკოცნო.
უწყვეტი ომის და ლხინის ველო, მართალი კაცის ღვთიური სიტყვით მარადისობის ღამისმთეველო.
აცლის ლაზარეს, როგორც სახვევებს, დგას წიწამურთან თეთრი ირემი და დღესაც მგელთა ხროვას ახელებს. |


