|
I
მთები - ფერხულში ჩაბმული დევები დავერცხლილ კაბადონს ცისკარი ესევადა, ზედაზენს მთიები ფანტელებს ასევდა ჯვარსაც იდუმალი სწვეოდა სევდა.
მტკვარზე ფენიქსური ლანდი არმაზის (უცხო სარკოფაგებს დროება ამაისებს), გალევს ისტორიის ყავლს უზარმაზარს და მტვრად გააზავებს ნაურავს და ნაისრევს.
II
ო, სერაფიტას ლანდი, ცად მომქარგველი სიზმრის, გულო, აბა, ვით განდო თუ ვეზიარე მზის დარს?
მის ეთეროვან მანდილს ოდეს ცრემლები დამდის ო, უმრავლესი ზღვისგან?
ო, გამიკვლია ვისკენ? რძიან გზისაგან განდექ, ქნარს უფერებდი მიზრაფს.
ოდეს სხეული იძვრის. ო, სერაფიტას ლანდი, ცად მომქარგველი სიზმრის.
III
ბინდში ჩაძირულა მთველმარე არმაზი მნათობთა მეუფემ ცა გაიდარბაზა, მოსჩანს შიომღვიმე, როგორც ცის ზმანება მთათა მწვერვალებზე ნისლის დავანება.
ლეგენდით ნაფერი ეს სარკოფაგები აღმოაცენებენ ხილვას თვის წიაღში, თითქოს მობრძანდება თავად პიტიახში,
უეცარ ხილვაში შენივთდა წამისად და ამცნო სამყაროს მზიანთა მზისობა დიდი იბერიის ცის მარადისობა! |


