კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
კვირა, 15 ნოემბერი 2026 13:02

 

 

პატარაა და კოხტაა, თან ლამაზი და ნაზია,

დედამიწაზე ცნობილი, უძვირფასესი განძია.

ტკბილია, როგორც სიცოცხლე, როგორც მყინვარი შაქარი,

უკვდავებისა ნათელი, გულზე აქვს გადანაფარი.


გარშემო მთები არტყია, ციცაბო მაღალ-კლდოვანი,

გულზე წალკოტი უგია, მარად ჟამს ყვავილოვანი.

იქ ბევრი მოძმე გმირია და ტურფა ლამაზმანები,

ცხადათ კაცთ დამატყვეველნი, სიზმარად დასაზმანები.


ის არის ძველი სადგური გოლიათ ამირანისა,

საპირფარეშო სავანე ზღაპრული ლამაზ დალისა.

ამბობენ, ზამთარ-ზაფხულში სულ თანაბარად დარობსო,

თვით უფალს დაულოცია დასაბამიდან ჰყვარობსო.


პირველად ევა-ადამი იმის წალკოტში შობილა,

ვარდით მორთული აკვანი თვით უფლის ხელით რწობილა.

ნინო ყოფილა ნათლია, პირველი მირონმცხებელი,

ანგელოსი და ფერია თანვე ჰყოლია მხლებელი.


ის სამოთხეა; მგალობელთ, სირთ-ბულბულ-იადონისა,

ტაძარი მაღალ აზრების, სიქველის, ჭკუის, გონისა,

ბაღნარი ია-ვარდების, სირენის, ზამბახებისა.

ლხინის, სიამის, ტრფობისა, სიცოცხლის დაბადებისა

და ასპარეზი ჰანგების, დაფის, ნაღარის, ბუკისა.


ჩემი თვისტომნი ბინადრობს, ყველა მისი მმართველი:

მეგრელ-გურული, კახელი, იმერელი და ქართლელი.

სვანი, თუში და ხევსური, მესხი, აჭარელ-ფშაველი.

საერთო არის იმათთვის: ცა, ზღვა, ჰაერი, მთა-ველი,

ბედი არ წყალობს წყეული, ბევრი მტერი ჰყავს მზრახველი,

მათ ეწოდებათ ძველთაგან ერთი საერთო სახელი.


ტკბილია, მეტად ტკბილია, როგორც მყინვარი შაქარი,

ასე კოპწია ყვეყანა, აბა მითხარით სად არი?

ზღვები და მთები არტყია გარშემო შემოზღუდული,

მუდამ იქითკენ მიფრინავს, ჩემი ოცნების შურდული.


მის მიწა ციურ მანანით არის მთლად გადანამული,

იქ მინდა მოვკვდე, ვიმარხო, ის არის ჩემი მამული.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გრიგოლ რობაქიძე  • • •   გრიგოლ რობაქიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen