კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
კვირა, 15 ნოემბერი 2026 14:16

 

 

იწოდა გული ჩამავალ მზესთან,

ემწუხრებოდა ღამე დასავალს

და მიყვებოდა სამშობლო ჩემი -

ქართული ლექსის თავგადასავალს.


როცა გკუწავდნენ სტრიქონ და სტრიქონ,

როცა ჭრილობა ღვიოდა მხართან,

მაშინ გიცავდა უფალი შენი,

მაშინ ღვთისმშობლის გფარავდა კალთა.


გაყინულს, ზოგჯერ, მუჭში გათბობდნენ,

ხან ვეფხვის ტყავზე ვეღარ გატევდნენ.

ხან საიდუმლო შარავანდედი,

სიმაღლეს შენსას ცისფერს მატებდა!


ათასჯერ ცხელი შანთით ჩამწვარი,

ყიოდა შენში დაღლილი გენი...

თუ დუმდი? - დუმდი!.. ლაპარაკობდი? -

ლაპარაკობდი ღმერთების ენით!


და შენ - სისხლიან ფიქრში განბანილს,

ვერ გეკარება ჭუჭყი ვარამის

და როგორც უნდა უხეშად გთარგმნონ,

გამოგიცნობენ მოსმით ყალამის!..


და მზე და მთვარე - წყვილი ტკივილი

თვალებზე გადგას წმინდა ცრემლებად...

ჩემი სამშობლო - ეს არის ლექსი,

სულ სხვა მელნით რომ დაიწერება!

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen