|
ისე ცოტა მიწა გვაქვს, საყვავილედ არ გვყოფნის, ისე ცოტა ზეცა გვაქვს, საფრენადაც არ გვყოფნის, ისე ცოტა ვაზი გვაქვს, საჭაშნიკედ არ გვყოფნის, ისე ცოტა წყალი გვაქვს, დასახრჩობად არ გვყოფნის...
არა! ჩემო ზეცაო, რწმენასავით მაღალო! განა მართლა ცოტა გვაქვს ან მიწა და ან ზეცა, ჩვენს მისახედ-მოსახედს თვალითაც ვერ დაკეცავ:
ზღვარი რომ წაეშალოს დაყოფილს და დაღობილს, ერთპირად რომ გვაქცია, ფხა გვექნება ქვიტკირის, ვერ მოგვდრეკენ ღმერთები, ვერ მოგვკლავდა სიკვდილიც,
დასკდებოდა გულები ორგულის და სატანის... ჩემო მიწათ-მიწაო, უწმინდესო, მართალო, ჩემო ზეცათ-ზეცაო, ბროლის ხელით ნათალო,
ცოტა ლაქა მზესაც აქვს, ცოტა ჩრდილი მთვარესაც. ვერ აგწონი-დაგწონის, რა სიმდიდრეც დაყარონ, კათედრად გვაქვს მთაწმინდა, დარბაზებად - სამყარო.
მაგრამ მოწყურებული არ ვყოფილვართ ერთ დღესაც; გვიძირკვავდნენ ვენახებს - გლეხის გულის თანასწორს, მაგრამ ღვინონაკლული არ ვყოფილვართ არასდროს;
მაინც გვქონდა ფილტვები დატენილი ჟანგბადით. რადგან გული ერთისა ას კაცს გულად ეყოფა, მიტომ სურდათ მოსრესა, მიტომ სურდათ ხელყოფა,
სხვათა სჯულს და სამართალს არასოდეს ვნატრობდით, რადგან მზე გვაქვს იმდენი, არ გვეტევა სახლებში, ჩაღვრილი გვაქვს ქვევრებში, გამჯდარი გვაქვს ძარღვებში.
ჩემო ზეცათ-ზეცაო, ვარსკვლავებით გამთბარო, თუ გვიბრძანებს ვარძია, თუ გელათი დარეკავს, დაუმხობელს დავამხობთ, წაულეკავს წავლეკავთ,
ფეხს აიდგამს ძეგლები, სულს ჩაიდგამს ტაძრები, რადგან შენი დედობით სავსენი ვართ ყელამდი, შენს სიმცირე-სიდიდეს შევმატოდეთ ყველანი. |


