კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ორშაბათი, 16 ნოემბერი 2026 06:03

 

მე მათი ღიმილის სხივქვეშ ვინაბები, 

როგორც ჩინარები დგანან,

მე მათი პატარა ჩრდილებიც მეყოფა, 

იმედი არ არის განა?!


გოგონას თვალებში მზე უთინათინებს, 

წამწამებს უხატავს თანაც.

ბიჭი კი სულ მზეა, სულ მთვარე კაშკაშა, 

სიმდიდრე არ არის განა?


ფუნჩულა ხელებით - შვების ცას მახურავს, 

კისკისით ოცნებას რკალავს,

ნარგიზის ლოყებზე იდუმლად ვაკოცებ...

სიამე არ არის განა?


გოგონას მუხლებზე დავისვამ მალიმალ, 

ნაწნავებს ჩავიკრავ გულში, 

ბიჭუნა უბეზე მიკრული იცინის, 

ისე ვით ყვავილი ნუშის.


მე მათი ღიმილის სხივებში ვბრწყინდები, 

როგორც ჩინარები დგანან,

მე მათი პატარა ჩრდილებიც მეყოფა -

იმედი არ არის განა!...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen