კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 17 ნოემბერი 2026 05:34

 

მე და დედა ვართ სოფლად

და ჩვენი დიდი სახლი

გრძნობს, რომ აქ მიყვარს ყოფნა,

როცა გარეთ ყეფს ძაღლი;


ეზოს ერთგული ყურშა,

ტურებთან რომ აქვს ომი,

ამინდსაც არა უშავს,

დედამ ჩაზილა ღომი...


იგი ოთხმოცდახუთის

გახდება მარტის თვეში,

სამოცს ვუბრუნებ ხურდად,

შემოვაბერდი ხელში...


"კისელს" მიდუღებს ახლა,

როგორც ოდესღაც, მაშინ,

უკვე ეტყობა დაღლა,

მეც აღარა ვარ ბავშვი...


სარქველს მოაძრობს კალათს,

ამოკრეფს მტევნებს ყურძნის,

ფრთხილად იფერთხავს ხალათს,

როგორც ჩვეოდა უწინ...


ფოთოლი სცივათ ალვებს,

მთას გაუყვითლდა ფერდი,

ღვთისმშობლობაა ხვალე,

სექტემბრის ოცდაერთი...


კარსმომდგარ ზამთარს ჯავრობს,

ჩირს გამოკიდებს ჭერში

და ყველა დედა, ამ დროს,

ღვთისმშობელია ჩვენში!..

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen