|
დედა, ყოველთვის, როცა მარტო ვართ, - ჭკვიანად, შვილო! - შენ მეუბნები. ნუ გეშინია ჩემი "დაკარგვის", მე მოვალ შენთან, დაგიბრუნდები.
ჩემი ხიფათის ნუ გაქვს შენ იჭვი, დაგიბრუნდები ისევ თავნება, მოუსვენარი პატარა ბიჭი.
როგორც დედიკოს ვაჟას "შვლის ნუკრი" შენ მე ამ დღემდე დამელოდები, მაგ წმინდა გულით გიყვარვარ თუკი... |


