|
დედაო, შენი საკადრი სიტყვა, ვინ გითხრას, რომელმა? შენ გადღეგრძელოს მარადი „ყოველმან არსთა მპყრობელმან“.
მაცოცხლებელო მთის წყარო, გულსჩარჩენილო ნათელო, მარადჟამს დაუვიწყარო.
მუდამ მშვიდობის მდომარო, დედაო მოხუცისთვისაც ცრემლებით მოსაგონარო.
არ მეგულები საფლავში, მინდა ჩაგხედო თვალებში, თავი ჩაგიდო კალთაში.
მეწვის გული და მუცელი, საფლავის ქვასთან ვმარხულობ, შენს ნათელ სურათს ვუცქერი.
წაეკიდება ხორცს ალი, და ვამბობ ნეტავი იმ დღეს - დედა რომ მყავდა ცოცხალი |


