|
შენ მწერ, - ჩამოდიო, ჩემო თვალისჩინო, ჭრიჭინებს დარჩათო, ის შენი ბაღჩა, ეს ერთი ხანია სიზმრებმა ამიჩემეს, და მაჯლაჯუნასავით წუხილი მახრჩობს.
მოგელიან შენი მახლობლები, მზეწვიებს ბაღჩა ვერ იტევს, შენი კაბისგან შეკერილ საფრთხობელის, აღარ ეშინიათ ჩიტებს.
მეზობლის ბიჭები, ბურთი დაეკარგათ ვითომ, შენამდე, არცერთი პანტა არ დარჩება თითოც რომ წაიღოს თითომ.
აგრემც გენაცვალე, თონეში შემწვარი ხოკერა გოგრა. ყველას ენატრები, ჩვენს სახლწინ მობანცალე ყოველდღე გკითხულობს სულელი გოლა.
მხოლოდ იმ ბოროტის გამოცდა დამრჩა. შენი სიყვარულით სავსე ვარ გულამდე, როგორც ეგ დახუნძლული ბაღჩა. |


