|
არეული მაქვს, დედი, გზა-კვალი, დავდივარ, ვიყო თითქოს მძინარე, ბეცად მიღიმის კაცი მზაკვარი, გაკლაკნილია მღვრიე მდინარე.
გამიორგულდა ქალთა ფერია, ჩამსაფრებია ჟამი ვერანი, თვალსაწიერიც ბინდის ფერია.
ირგვლივ სიბილწე, შური, ჯალათი, დანომრილია ჩემი სხეული, რომ ვერ ვიგუე მონის ხალათი.
ვწევარ, ნარეკლის ნალი მიგია, დღეს მე ვარ, ვიცი, ტყვიის სამიზნე, ხვალ კიდევ, ალბათ, სხვისი რიგია.
ამოხეთქვამდე სისხლმა გაწმინდა, წამოიხურა სევდის ნაბადი და გაიზარდა ნისლში მთაწმინდა.
* * * * * * *
ჩემი პატარა სახლი, ჩემი პატარა ჭერხო, ჩემი ჭაღარა დედა, ჯვარი დასწერე, ღმერთო. |


