|
მე ალბათ შენზე ბალადებს დავწერ, როცა ცხოვრება გადავა ბინდად, ვიტყვი: კვლავ შენი ნანინა მარწევს, და ისევ შენი ალერსი მინდა.
როცა მესროდნენ ქვებს და ტალახებს, მომაგონდება, პატარა გოგო ცრემლთა ალერსში როგორ გამალხვე.
შიგ რომ მალავდი ჩემზე ნალოცებს, შენ ოცნებიდან ამოხვალ თითქოს და გათეთრებულ თმებზე მაკოცებ.
როცა ცხოვრება გადავა ბინდად, ვიტყვი: კვლავ შენი ნანინა მარწევს და ისევ შენი ალერსი მინდა. |


