|
ერთხელ მიმღერე, ვიცი გულში არ გემღერება, დედი, ხომ იცი, იავნანა აღვიძებს წარსულს... ვიდრე ჩემს ნატვრებს ყველა ძარღვი დაებერება, მანამ მიმღერე, დამაბრუნე ბავშვობას გასულს.
თუმც უფრო მეტად უხდებოდა შენი ხელები, გთხოვ მომაწვდინე საამებლად ჰანგები ხმათა, ვიცი სიმღერით სხვანაირად მომეფერები.
თავად მასწავლე, ქართველებსო ამღერებს სევდა, შენ შემაყვარე ჩემი მთები, სურნელი მიწის, გადამავიწყდა, გამახსენე შენი ხმა დედა.
ჩემი ბავშვობის საქანელა კვნესის ჩეროში, მიმღერე დედი, მაგ ხმას უფლის დიდი მადლი აქვს, რომ ამ სიმღერამ დამაბრუნოს საქართველოში. |
| ლექსები დედაზე • • • |


