|
შესდექ მეეტლევ! - უკანასკნელი მინდა უსტარი გადავცე დედას ჩვენს წინ იშლება გზა მეტად ვრცელი გულით მივათრევ შეხიზნულ სევდას.
მე ეს ნაღველი ვიცი გადამწვავს, შემომეხვევა გლოვა ფარჩებად ბროლის კუნწები დაყურსავს წამწამს.
ღამე თალხებში გადაყუდრული, წყაროზე კოკით სოფლის ქალები და განთიადის ნელი ურმული.
და ისე თბილი, ვით შენი კალთა, მაისის მიწა და ფანტაზია, შემოღამება სათიბის კართან.
გამყვება ბევრი გულის დამლევი... ამ ჩემ სინაზეს - შენს ნათავაზევს დედავ, დავრწმუნდი ვერ შეველევი.
ჩემო მეეტლევ, ვით ქარის რისხვა, შოსსეს ეცემა სარამოს ბინდი, აგერ ლურჯი ცაც ვაშლებს დაისხამს.
(ნეტავ ამ ზღაპრებს მერე ვინ მეტყვის?) მომდევს დედის ხმა, დების სლუკუნი, თვალის უპენი მევსება სეტყვით.
ურიცხვი სახე მკვდრებს გადაეწნა, ღამეს გაეკრა ლაჟვარდი - ფიფქი, შრიალებს ვერხვი, შრიალებს ძეწნა. |


