კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ორშაბათი, 27 ივლისი 2026 03:21

 

ღვინის ასაკი. სრულ უაზრობად მიგვაჩნია ვიფიქროთ, რომ ღვინო რაც უფრო ძველია, მით უფრო კარგია. ღვინოც ისევე ემორჩილება ბუნების ყველა კანონს, როგორც ადამიანი ან ყველაფერი ამქვეყნად, ეს იქნება ცხოველი, მცენარე თუ სხვა.

თავიდან ნელა ვითარდება, განსაზღვრული დროის შემდეგ მიაღწევს მაქსიმუმს ხარისხში, არომატსა და ფერშიც, ამ მდგომარეობაში არის გარკვეულ ხანს, შემდეგ კი თანდათან კარგავს თავის თვისებებს და კვდება.

ეს ძირითადი სტადიები ახასიათებს ყველა ღვინოს, მათი სხვა, ინდივიდუალური მახასიათებლები კი დამოკიდებულია მრავალ მიზეზსა და გარემოებაზე. მხოლოდ დილეტანტს ან ღინოზე მონადირეს შეუძლია მოგიყვეთ ათეული წლების ასაკის ღვინო როგორ ამოაქვთ ბოთლებიდან ჩანგლით ან კოვზით, ანდა თაფლივით სქელი სითხე როგორ ძნელად გადმოიქცევა ბოთლიდან, ვინაიდან ასაკის გამო იგი დამძიმდა და გასქელდა.

შეიძლება ასი წლის ასაკის ღვინო გამოუსადეგარი იყოს, იგი დაკარგავს ყველაფერს, რაც შინაგანად გააჩნდა საუკეთესო, ხოლო მისგან დარჩა მხოლოდ ამღვრეული ლექი, რომელიც ისე დაძველდა, რომ საჭიროა გადავღვაროთ.

თავისი აზრი ამის თაობაზე შესანიშნავად გამოხატა ცნობილმა ფრანგმა მწერალმა მალდავამ: “არ გასულელდეთ ისე, რომ თქვენმა ღვინომ იმ ასაკს გადააჭარბოს, როცა ბრწყინვალე თვისებებს თანდათან კარგავს. დალიეთ, შესვით, თუ იგი კარგია, ვიდრე თავის სინატიფესა და ძალას დაკარგავს. გახსოვდეთ, რომ ღვინო არსებობს მხოლოდ იმიტომ, რათა დაილიოს და გაგახალისოს”.

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen