პირველი ტესტი
1. საგანს დაუსვი კითხვა:
ბაქარი უკრავს. ბავშვი ხატავს.
ვინ უკრავს? ___________...?
ბულბული გალობს. კარი ჭრიალებს.
______________...? ___________...?
2. იპოვე საერთო მარცვალი:
ნიმუში:
დაფა ზარი ბუდე
დედა ზაზუნა საბუდარი
კოდალა სახაზავი აბლაბუდა
_______ ________ ________
და . . . . . .
3. მოცემული სიტყვების გამოყენებით შეადგინე წინადადებები:
ა) ძაღლი, ყეფა. ძაღლი ყეფს.
ბ) რწყილი, ხტომა. __________
გ) თევზი, ცურვა. __________
4. მიუწერე შინაარსით მახლობელი სიტყვები:
პატარა -
მარდი -
მშვიდი -
5. რომელი ფრინველი რისი ნაშიერია? მიმართე ისარი სწორად!
არწივის წიწილა
ყვავის ჭუკი
ქათმის მართვე
ბატის ბახალა
ინდაურის ჭუჭული
6. მოუძებნე საერთო სახელი მოცემულ არსებებს:
7. აბა, გამოიცანი მისარითმები?
ასი ქილა მასხია,
შიგნით თაფლი ასხია,
ტოტი მიცავს ასკბილი,
თქვი, რა მქვია?
ას . . . . .
(გ. წერეთელი)
მეორე ტესტი
1. მოცემული სიტყვების გამოყენებით შეადგინე წინადადებები:
ა) ცხენი, ჭიხვინი. ცხენი ჭიხვინებს.
ბ) მთვარე, კაშკაში. ______________
გ) ვირი, ყროყინი. _______________
2. შეავსე უჯრები სხვადასხვა თანხმოვნებით ისე, რომ მიიღო სიტყვები:
არი _ არი _ არი _ არი _ .
3. გამოიცანი გამოთქმები. ამისთვის შემოხაზე შესაბამისი სიტყვა:
კუსავით მგელივით
ა) ნელი, ბ) სწრაფი. ა) სათნო, ბ) მშიერი.
4. მიუწერე საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვები:
ტყუილი -
ტირილი -
5. გაასწორე უხეში შეცდომები:
ა) წიგნი სახში დამჩა.
ბ) ბურთი რგვალია.
6. მოცემული ნიმუშის მიხედვით სიტყვები დააკავშირე ერთმანეთს:
მაგიდა ტანსაცმელია.
კალამი ჭურჭელია.
თეფში სასწავლო ნივთია.
შარვალი ავეჯია.
7. გადმოეცი ნიმუშის მიხედვით:
ბავშვი თამაშობს. ბავშვები თამაშობენ.
მერცხალი მიფრინავს. __________________
მხატვარი ხატავს. ___________________
8. აბა, გამოიცანი მისარითმი!
თოვლს ამოვუსწარ
ყელგრძელამ,
სახელად მქვია
- ენ . . .
(გ. წერეთელი)
მესამე ტესტი
1. მოიფიქრე მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვა:
ა) ფოთოლი შრიალებს.
ბ) ქარი ...?
გ) მზე ...?
დ) ცეცხლი ...?
2. ამოწერე მხოლოდ საგნის გამომხატველი სიტყვები:
(ფუნჯი, ხატავს, ბამბა, ცურავს, თამაშობს, წიგნი, მაგიდა.)
...?
3. ჩაწერე გამოტოვებული ასო:
ა) ფე_ბურთელი;
ბ) ზო_პარკი;
გ) პარასკე_ი.
4. რომელი სიტყვაა ანდაზაში გამოტოვებული? შემოხაზე!
ყვავსაც თავისი . . . . . . . . მოსწონსო.
ა) ბარტყი; ბ) ბახალა.
5. წაიკითხე და ჩაწერე რებუსი!
6. ისრებით შეაერთე შესაფერისი სიტყვები!
ქარი - დუღს.
წვიმა - ცვივა.
თოვლი - ქრის.
წყალი - ცრის.
7. შემოხაზე, რა საერთო სახელი ჰქვია ამ არსებებს?
კოღოს, რწყილს, კალიას, ბუზს, ფუტკარს.
ა) ცხოველები; ბ) მწერები; გ) ფრინველები.
8. დააკვირდი ამ სიტყვებს. როგორ ფიქრობ, რომელი მათგანი შეგეფერება შენ? შემოხაზე!
მეოთხე ტესტი
1. მარცვალს მიუმატე მარცვალი ისე, რომ სიტყვა მიიღო:
კი _ სკა _
და _ ხა _
2. დაფიქრდი და სწორად შემოხაზე! რომელ მცენარეზე მიგანიშნა ამ სიტყვის მნიშვნელობამ?
გირჩა რკო
ა) ცაცხვი, ბ) ნაძვი. ა) რცხილა, ბ) მუხა.
3. რომელი სიტყვაა ანდაზაში გამოტოვებული?
თაგვმა თხარა, თხარაო, . . . . . . . . გამოთხარაო.
ა) კატა, ბ) კნუტი.
4. მოიფიქრე მოქმედების გამომხატველი სიტყვა:
წვიმამ გადაიღო.
კოცონი ________
წყარო ________
5. გამოიცანი გამოთქმები. შემოხაზე შესაბამისი სიტყვა:
ინდაურივით ძაღლივით
ა) დაბნეული, ბ) ჭკვიანი. ა) დაუნდობელი, ბ) ერთგული.
6. ყურადღებით წაიკითხე წინადადებები და დაალაგე შინაარსის მიხედვით:
დედას წამალი ემწარა, მაგრამ მაინც დალია.
რეზიკოს დედა ავად გახდა.
წამალმა უშველა და მალევე გამოჯანმრთელდა.
ექიმმა მას უებარი წამალი გამოუწერა.
7. ეცადე სწრაფად დაისწავლო!
თეთრ თოვლს თხრიდა თეთრი დათვი,
ფუნჩულია თეთრი თათით.
8. აბა, გამოიცანი მისარითმი!
თავზე ხე ადგას ისეთი,
არწივს სატახტოდ მოუნდა,
თურმე ზედ ქორიც ბუდობდა,
მისთვის შეარქვეს ქორ . . . . . . .
(გ. წერეთელი)
მეხუთე ტესტი
1. მარცვალს მიუმატე მარცვალი ისე, რომ სიტყვა მიიღო:
ხა_ ; კა_ ;
ნა _ ; თა _ .
2. შემოხაზე საპირისპირო სიტყვა:
გულადი გამრჯე
ა) ღონიერი, ბ) მშიშარა. ა) უქნარა, ბ) ცრუ.
ბევრი წინათ
ა) ცოტა, ბ) მეტი. ა) ახლა, ბ) ადრე.
3. გამოიცანი და დაასრულე ბოლო სიტყვა:
ა) საბა ბურთს თა . . . . . . . . .
ბ) ქალი კოცონთან ხელებს ით . . . . . . . .
4. უპოვე ნაშიერს მშობელი:
გველის თავკომბალა.
ბაყაყის ლიფსიტა.
თევზის წიწილი.
6. რომელი უფრო დიდია?
ა) თხილი თუ ბ) კაკალი.
რომელი უფრო მოხერხებულია?
ა) დევი თუ ბ) ნაცარქექია.
7. უპასუხე კითხვებს ლექსის მიხედვით!
რა უნდა მელას?
(გ.წერეთელი)
“ არ უყურებთ მელასა,
წუწკს და გაიძვერასა?
გევედრებით ყველასა:
- ნუ გაატანთ ძერასა
მამალს ყელტიტველასა!”
1. ლექსის მიხედვით, როგორია მელა?
ა) ყელტიტველა;
ბ) წუწკი;
2. რისთვის ევედრებოდა მელა ყველას მამლის დაცვას?
ა) არ ემეტებოდა ყელტიტველა მამალი ძერასათვის;
ბ) ფიქრობდა, მამალი პატრონს დარჩენოდა;
გ) უნდოდა მომავალში მამალი თვითონ შეეჭამა.
3. როგორ ფიქრობ, პატრონს რომლისთვის ემეტებოდა მამალი?
ა) მელასათვის; ბ) ძერისათვის; გ) არც ერთისთვის.
მეექვსე ტესტი
1. რას გვახსენებს ეს სიტყვები?
ა) ვეფხვი, ლომი, გალია _ ზოოპარკს.
ბ) აქლემი, სილა, თაკარა სიცხე _ . . . . . . . . . .?
გ) დაფა, მერხი, ცარცი _ . . . . . . . . . . . . . . . . . . . ?
2. გაასწორე შეცდომები:
ა) დავალებათ რა მოქვცეს? . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ბ) დღეს კარქი დღეა. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
3. ამოწერე მხოლოდ მოქმედების გამომხატველი სიტყვები:
(ბურთი, წაიკითხა, წიგნი, დასრიალებს, რკო, ვაშლი.)
4. წაიკითხე სიტყვები - აბია და ასხია, ზის და სხედან, დევს და აწყვია, ჩადო და ჩაყარა. ჩასვი შესაბამის წინადადებაში:
ა) კომში აბია, კომშები ასხია.
ბ) ბიჭი ზის, ბიჭები . . . . . . . . . .
გ) წიგნი დევს, წიგნები . . . . . . . . .
დ) ბაქარმა კალათში ნესვი ჩადო და ვაშლებიც . . . . . . . .
5. მოცემული სიტყვებით შეადგინე წინადადებები:
საბა, დაწერა, დავალება, ლამაზი. ________________________?
ბავშვები, ნაძვის ხე, მორთვა, საახალწლო.__________________?
6. უპასუხე კითხვებს მოთხრობის მიხედვით!
“ ბურთი შეებრალა”
ცრემლმორეულ კოტეს ფეხები გაებოჯგინებინა და დედას მაღაზიიდან აღარ მიჰყვებოდა.
- ბურთი, ბურთი! - გაიძახოდა ხმამაღლა.
- არ გრცხვენია, ამხელა ბიჭი ბურთისათვის ტირი, - უსაყვედურა ძია თედომ, - რასაც მაღაზიაში დაინახავ, ყველაფერს ხომ ვერ გიყიდიან!?
- ბურთი მეცოდება, ხტომა - თამაში უნდა, ძია გამყიდველი კი გარეთ არ უშვებს! - სლუკუნით უპასუხა კოტემ და ცრემლები პატარა მუჭით ამოიმშრალა.
(ბ. მუმლაძე)
1. განმარტე სიტყვების მნიშვნელობა:
ა) გაებოჯგინებინა _ . . . . . . . . . . . . . . . . . .
ბ) სლუკუნით _ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
2. რას გაიძახოდა ბავშვი ხმამაღლა?
ა) ბურთი მიყიდე! ბ) ბურთი, ბურთი! გ) ბურთი მინდა!
3. სინამდვილეში რატომ ტიროდა პატარა კოტე?
მეშვიდე ტესტი
1. შესაბამისი სიტყვის შემოხაზვით გამოიცანი გამოთქმები:
ჩიტივით
ა) ზანტი, ბ) თავისუფალი.
კურდღელივით
ა) გულადი, ბ) მხდალი
2. რომელ ქვეწარმავალზე მიგვანიშნა ამ სიტყვამ?
პერანგი
ა) კუ; ბ) ხვლიკი; გ) გველი
ბაკანი
ა) ლოკოკინა; ბ) გველი; გ) კუ.
3. აბა, გამოიცანი!
რომელი ფრინველი არ ჯდება ხეზე?
ა) შაშვი, ბ) მწყერი, გ) კოდალა.
3. მარცვალს მიუმატე ორ_ორი მარცვალი ისე, რომ სიტყვა მიიღო:
კა - კა - ლი ; ყა _ _ ¬ ;
ქა _ _ ; მა _ _ ;
გი _ _ ; ფან _ _ .
4. რომელი სიტყვაა ანდაზაში გამოტოვებული?
ძაღლი ახსენე და . . . . . . . . . ხელში აიღეო.
ა) ბარი; ბ) ჯოხი.
6. გამოიცანი!
რომელი უფრო განიერია? რომელი უფრო მსხვილია?
ა) მდინარე თუ ბ) წყარო. ა) მუხის ხე თუ ბ) ნერგი.
7. მარცვალთა დამატებით მიიღე ახალი სიტყვები:
თამი რი ლა
ქა ქო ქი …
8. კითხვები ისრებით შეაერთე საახელებთან:
მამა
ვირი
ექიმი
რა? ვინ?
მოსწავლე
მერხი
დაფა
სახაზავი
მერვე ტესტი
1. გამოიცანი გამოთქმები. შემოხაზე შესაბამისი სიტყვა:
მელასავით ფუტკარივით
ა) ცბიერი, ბ) ღონიერი. ა) ზარმაცი, ბ) მშრომელი.
2. აბა, გამოიცანი!
რომელია მარადმწვანე მცენარე?
ა) ტირიფი, ბ) ნაძვი, გ) ჭადარი.
რომელი არ არის ზრდილობის გამომხატველი სიტყვა?
ა) გეახელი, ბ) გავძეხი, გ) დავნაყრდი.
3. წინადადებაში ჩასვი სიტყვები “თავისი” ან “თავიანთი”:
მამამ . . . . . . . . წიგნი თაროზე შემოდო, შვილებმა
კი. . . . . . . . . . წიგნები მაგიდაზე დააწყვეს.
4. რომელი სიტყვაა ანდაზაში გამოტოვებული?
ძმა ძმისთვისაო, . . . . . . . . . დღისთვისაო.
ა) შავი; ბ) თეთრი.
5. დააბინავე ცხოველები! შეურჩიე: სორო, ბუდე, ბუნაგი.
გველი თავის . . . . . . . . . . . . მოკალათდა.
კუმ თავის . . . . . . . . . . მიაკითხა.
დათვი თავის . . . . . . . . . . . შეძუნძულდა.
ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად _ ზრდილობა
ავტობუსიდან ჩვენი ბიჭი ჩამობრძანდა. ჩვეულებრივი, ადრეგაზაფხულის უმზეო დღე იყო. ბიჭს ჯიბეში ხელები ჩაეწყო და ცუხცუხით მიაბიჯებდა სკოლისაკენ. ცოტა ადრე მოუვიდა მისვლა. ბავშვები კანტიკუნტად შედიოდნენ ალაყაფის კარებში.კიბეზე, რომელსაც ხვნეშით მიუყვებოდა, თანაკლასელი, ცხვირაპრეხილი, ციმციმთვალება ნუცა წამოეწია. მის დანახვაზე ნაბიჯს აუჩქარა..
_ გამარჯობა, ბექა!
ბიჭმა ცოტა ალმაცერად გადმოხედა და პირი იბრუნა. გოგონამ მხრები აიჩეჩა და ასკინკილით გააგრძელა გზა. სკოლის შესასვლელში პაპა იმოს იდგა. ბავშვების მისალმებას კეთილი შეძახილებითა და ხელის აწევით პასუხობდა. ბექამ მდუმარედ ჩაუარა, ჯიბიდან ხელიც არ ამოუღია.
_ ბიჭო, ბექა, “გამარჯობა” სახლში დატოვე? _ მიაყოლა ზურგში შუბლშეჭმუხნილმა მოხუცმა.
_ უზრდელი! _ ჩაილაპარაკა უცხო ბიძიამ, რომელსაც მეორეკლასელი მარიამი მოეყვანა სკოლაში.
(ი. იაშვილი)
1. განმარტეთ, როგორ გესმით ამ სიტყვების მნიშვნელობა:
ცუხცუხით _ . . . . . . . . . . ალმაცერად _ . . . . . . . .
კანტიკუნტად _ . . . . . . . . ხვნეშით _ . . . . . . . . . .
2. როგორი ამხანაგი ჰყოლია ბექას ნუცას სახით?
3. რატომ გაილანძღა ბექა?
4. რას გვასწავლის ეს მოთხრობა?
მეცხრე ტესტი
1. შემოხაზე საპირისპირო სიტყვა:
ტკბილი ჭკვიანი
ა) გემრიელი, ბ) მწარე. ა) გულადი, ბ) სულელი.
2. იპოვე საერთო მარცვალი:
მაგიდა რვეული სკამი
მამალი სიგელი მიმოზა
თამადა ლიმონი დომინო
მა . . . .
3. რომელ მცენარეზე მიგანიშნა ამ სიტყვის მნიშვნელობამ? შემოხაზე!
ეკალი რკო
ა) ია, ბ) ვარდი. ა) მუხა, ბ) ცაცხვი.
4. შეკითხვების მიხედვით შეცვალე ერთსიტყვიანი წინადადებების ფორმა:
რა ხდება? რა მოხდა? რა მოხდება?
თენდება გათენდა გათენდება
წვიმს
ღამდება
5. რომელი სიტყვაა ანდაზაში გამოტოვებული?
შიშს დიდი . . . . . . . . . აქვსო.
ა) ყურები, ბ) თვალები.
6. მიუწერე, რომელია თხრობითი, რომელი კითხვითი და რომელი ძახილის წინადადება:
ბაქარი რაგბისტია. _ თხრობითი წინადადება.
მარიამი მხატვარია. _
მარიამი მხატვარია? _
მარიამი მხატვარია! _
7. ჩასვით გამოტოვებული თანხმოვნები:
ბა _ ში ტყემალი აყვავდა. ბაქარი ლამაზა_ წერს.
გიგა ლექს_ კითხულობს. დედა ნამცხვარს აცხო _ ს.
ნინო კოცონს აქრო _ ს.
8. აბა, გამოიცანი!
რომელ ფრინველს ჰქვია კუდმაკრატელა?
ა) ბულბულს, ბ) მერცხალს, გ) შოშიას.
9. ამოწერეთ მხოლოდ ერთმარცვლიანი სიტყვები:
( კუ, ხე, ია, ძმა, ქორი, და, ხვნა, მაგიდა, თხა, ცა, მკა, ჭოტი, ძნა, წვიმს, მერხი, კატა, ძაღლი, ჭა.)
მეათე ტესტი
1. შემოხაზე მსგავსი მნიშვნელობის სიტყვა:
ჯაფა რბილი
ა) გარჯა, ბ) სიზარმაცე. ა) ფაფუკი, ბ) მაგარი.
2. შეურჩიე გამოთქმას შესაბამისი სიტყვა:
( მაგარი, მაღალი, მცირე. )
ა) ალვის ხესავით . . . . . . . . . . . . .
ბ) წერტილივით . . . . . . . . . . . . .
გ) კაჟივით . . . . . . . . . . . . . .
3. მოიფიქრე მოქმედების გამომხატველი სიტყვა:
ა) მთვარე ანათებს.
ბ) ვარსკვლავები . . . . . . . . . . . . . .
გ) ჯეჯილი . . . . . . . . . . . . . .
დ) ტყე . . . . . . . . . . . . .
4. გაასწორე შეცდომები:
კარტოპილი შევწვი. უკვე დათფა.
წეპო დავღვარე. სეკტემბერიც დადგა.
5. გამოიცანი!
რომელი უფრო მაღალია? რომელი უფრო თბილია?
ა) ხე თუ ბ) ბუჩქი. ა) მზე თუU ბ) მთვარე.
6. გააგრძელე მოთხრობა რამდენიმე წინადადებით:
სამი მარტი დედის დღეა.
იესო ქრისტე და ბავშვები
ერთხელ იესო ქრისტეს მისმა მოწაფეებმა ჰკითხეს, ვინ უფრო დიდია ცათა სასუფეველშიო. იესომ ყრმა, ანუ პატარა ბავშვი მოიყვანა და მოწაფეებს ასე უპასუხა: თუ არ იქნებით ისეთები, როგორიც ეს ბავშვია, ცათა სასუფეველში ვერ შეხვალთო. ვინც თავს პატარა ბავშვივით დაიმდაბლებს, ის ცათა სასუფეველში ამაღლდება. ვინც ჩემი სახელით ერთ ასეთ ბავშვს მიიღებს, ის მე მიმიღებსო.
“დილა”, #3, 1997 წელი
1. ვისთან ქადაგებდა იესო?
ა) ხალხთან; ბ) თავის მოწაფეებთან; გ) რომაელებთან.
2. ტექსტის მიხედვით, როგორი ადამიანი შევა ცათა სასუფეველში? (შემოხაზე)
ა) ბავშვივით ცელქი;
ბ) ბავშვივით გულწრფელი, სუფთა და თავმდაბალი.
გ) ნებისმიერი ადამიანი.
მეთერთმეტე ტესტი
1. შეურჩიე გამოთქმას შესაბამისი სიტყვა:
(წითელი, შავი, თეთრი, ქათქათა.)
ა) სისხლივით . . . . . . . . . . . . . .
ბ) ნახშირივით . . . . . . . . . . . . .
გ) თოვლივით . . . . . . . . . . . . . .
დ) რძესავით . . . . . . . . . . . . . .
2. რომელი სიტყვაა ანდაზაში გამოტოვებული?
მჩხავანა კატა . . . . . . . . . . . ვერ დაიჭერსო.
ა) თაგვს; ბ) ლეკვს.
3. ჩაწერე გამოტოვებული ასო:
ა) სა . ვადმყოფო; ბ) კალა . ბურთი;
გ) ორშა . თი; დ) კარ . ია.
4. აბა, გამოიცანი!
რომელი სიტყვა აღნიშნავს საღამოს?
ა) დაისი, ბ) ცისკარი, გ) ალიონი.
წელიწადის რომელ დროს ბრუნდებიან ფრინველები თბილი ქვეყნებიდან?
ა) შემოდგომაზე, ბ) გაზაფხულზე, გ) ზაფხულში.
5. გამოიცანი, რომელი უფრო ძლიერია? შემოხაზე!
ა) ქარი თუ ბ) ნიავი.
ჩიტი, რომელიც ყროყინებს
ავსტრალიაში გავრცელებულია პატარა ფრინველი, რომელსაც ადგილობრივი მცხოვრებლები “მოცინარ ვირს” ეძახიან. ეს სახელი იმიტომ შეარქვეს, რომ მისი სიმღერა ჯერ სიცილს წააგავს, მერე და მერე კი . . . ყროყინში გადადის. ავსტრალიაში რადიოთი ხშირად გადასცემენ ამ ჩიტის სიმღერა _ ყროყინს.
“მოცინარი ვირის” მოკვლა კანონით აკრძალულია, რადგან იგი ანადგურებს გველებს, ბაყაყებსა და ხვლიკებს.
1. “მოცინარი ვირი” გავრცელებულია:
ა) საქართველოში, ბ) ავსტრალიაში, გ) აფრიკაში.
2. ამ ფრინველის მოკვლა:
ა) დაკანონებულია სახელმწიფოს მიერ;
ბ) აკრძალულია, რადგან ანადგურებს გველებს,
ბაყაყებსა და ხვლიკებს.
გ) აკრძალულია _ მისი სილამაზის გამო.
3. ავსტრალიაში ამ ფრინველის ყროყინს ხშირად გადმოსცემენ:
ა) ტელევიზორში;
ბ) რადიოში;
გ) კინოეკრანებზე.
მეთორმეტე ტესტი
1. შეარჩიე “მშვიდის” შინაარსით მსგავსი სიტყვა და შემოხაზე:
ა) ბასრი; ბ) წყნარი; გ) ჩქარი.
2. უპოვე მშობელს ნაშიერი!
ლომის ნუკრი
დათვის ბოკვერი
ირმის ლეკვი
მგლის ბელი
3. გაასწორე შეცდომა:
არსენა ვაშკაცი იყო.
ბავშვი ბურთს მიზდევს.
4. ისე დაალაგე მოცემული სიტყვები, რომ ანდაზა მიიღო:
გაიყოო, ერთი, ცხრა, თხილის, ძმამ, გული.
5. გამოტოვებული მარცვლები ჩაწერე ისე, რომ სიტყვები მიიღო:
მა _ _ და;
სა _ _ ლი;
კა _ _ და;
პე _ ¬_ ლა.
სამშობლო
სამშობლო მიწაა, სადაც ჩვენი სახლი დგას, სადაც ჩვენი მშობლები ცხოვრობენ, სადაც ჩვენი წინაპრები ერთად აშენებდნენ სახლებსა და ციხე-სიმაგრეებს, ერთად იბრძოდნენ მტრის წინააღმდეგ, ერთად მღეროდნენ, ერთად ლოცულობდნენ. ესე იგი, სამშობლო მხოლოდ მიწა არ არის, ეს არის ერთად ცხოვრების სიხარული.
“დილა”, #1, 2004 წელი.
1. ამოწერეთ მხოლოდ მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვები:
2. ამოწერეთ სულიერი საგნის სახელები:
3. ამოწერეთ უსულო საგნის სახელები:
4. დაწერეთ, მაინც რა ყოფილა სამშობლო?
მეცამეტე ტესტი
1. გამოიცანი და დაასრულე ბოლო სიტყვა:
ბაქარი დახეულ რვეულს აწ . . . . . . .
მარიამი ჩანთაში წიგნებს აწ . . . . . . .
2. წინადადებაში ჩასვი სიტყვები “თავისი” და “თავიანთი”:
გიგამ . . . . . . . . ბურთი ბაქარს ათხოვა.
ბიჭებმა . . . . . . . . . . ბურთები შინ წაიღეს.
3. მოცემული სიტყვების გამოყენებით შეადგინე წინადადება:
მხატვარი, ხატვა.
მოსწავლე, სწავლა.
მწერალი, წერა.
4. გამოიცანი და ამოწერე სიტყვები გაორკეცებული
მარცვლებით: (ნიმუში: რაკრაკი)
რაკრაკი, ბალიში, გიზგიზი, ცეცხლი, ჩიტი, ციმციმი,
წყალი, ჟივჟივი.
5. რომელი სიტყვაა ანდაზაში გამოტოვებული?
კარგი შვილი დედის გულის . . . . . . . . . . .
ა) ეკალიაო; ბ) ვარდიაო.
ნახატის მიხედვით შეადგინე პატარა ამბავი
1 2
3 4
მეთოთხმეტე ტესტი
1. მარცვალს მიუმატე ორ-ორი მარცვალი ისე, რომ სიტყვა მიიღო:
თო _ _ ; წი _ _ ;
ჟი _ _ ; ტა _ _ .
2. შეკითხვების მიხედვით დროში შეცვალე ერთსიტყვიანი წინადადებების ფორმა:
რა ხდება? რა მოხდა? რა მოხდება?
თოვს მოთოვა მოთოვს
ცივა
ბნელა
3. შემოხაზე, რომელი უფრო მეტი სიზუსტით გამოხატავს საგნის მოქმედებას:
იადონი
ა) ჭიკჭიკებს, ბ) გალობს, გ) სტვენს.
პეპელა
ა) დაფრინავს, ბ) დანავარდობს, გ) დაფარფატებს.
4. შემოხაზე საპირისპირო სიტყვა:
სუფთა ლამაზი
ა) კრიალა, Bბ) ჭუჭყიანი. ა) უშნო, ბ) კეთილი.
ვირის ჭკუა
ვირი და ცხენი მინდვრად მუხის ჩრდილში იდგნენ და სიცხით შეწუხებულნი კუდებით ბუზებს იგერიებდნენ. მოულოდნელად მათ ახლო კურდღელმა გაიცანცალა და ბუჩქნარში მიიმალა.
_ ნეტავ ვინ იყო? _ იკითხა ცხენმა.
_ არ ვიცი, ჯერ არსად შემხვედრია. ისე შევატყვე, დიდი ჭკუის მქონე იქნება.
_ ასე უცბად როგორ შეატყვე?
_ იმასაც ჩემსავით გრძელი ყურები ჰქონდა! _ უპასუხა ვირმა.
(გიორგი კაჭახიძე)
1. რომელ ცხოველებს შორის მიმდინარეობდა დიალოგი? შემოხაზე!
ა) ვირსა და კურდღელს შორის; ბ) ორ ვირს შორის;
გ) ცხენსა და ვირს შორის.
2. რომელმა ცხოველმა გაიცანცალა?
ა) კურდღელმა, ბ) მელამ, გ) ციყვმა.
3. ვირი ცხოველთა ჭკუა_გონებას რაში ხედავდა?
ა) გრძელ კუდში; ბ) გრძელ ყურებში;
გ) მაღალ ხმაში.
4. რომელი რა ხმას გამოსცემს? შეაერთე ხაზებით!
ჭიხვინებს
ყროყინებს
მეთხუთმეტე ტესტი
1. გამოიცანი გამოთქმები და შემოხაზე შესაბამისი სიტყვა:
თაფლივით ბუმბულივით
ა) მწარე, ბ) ტკბილი. ა) მძიმე, ბ) მსუბუქი.
2. რომელ ცხოველზე მიგანიშნა ამ სიტყვამ? შემოხაზე!
ძუა
ა) ვირი, ბ) ცხენი, გ) ძროხა.
3. მიუწერე შინაარსით მახლობელი სიტყვები:
კომში _
საოცარი _
წმინდა _
ღობე _
4. ხაზი გაუსვით სიტყვას, რომელიც კანონზომიერებას არღვევს:
ვაშლი, მსხალი, ატამი, სკამი, კომში, ქლიავი.
5. აბა, გამოიცანი!
ერთ გამოცანას გეტყვით პატარებს:
სადაც კი დადის, სახლს თან ატარებს.
6. გამოიცანი, რომელი უფრო სურნელოვანია?
ა) ვარდი, ბ) გვირილა.
ჭიანჭველა და ფუტკარი
ჭიანჭველას წამოეკიდა ოთხი თავისოდენა ტვირთი, მიათრევდა და ჩიოდა:
_ ჩემოდენა ჯაფაში სულდგმული არ არის, მაგრამ ქება კი არავისგან მესმის. აი უღონო და ბზუილა ფუტკარი მარტო ყვავილებზე დაფრიალებს, მაგრამ ყველა იმის ქებაშია. მეტი უსამართლობა კიდევ იქნებაო?!
ფუტკარმა ეს გაიგონა და და უპასუხა:
_ ძმაო, შენ მარტო შენი თავისთვის ზრუნავ, ჩემი შრომა კი ადამიანისათვისაც სასარგებლოა. ამიტომაც მაქებს მე ქვეყანა და შენ კი არავინ არაფრად გაგდებსო.
ესოპე ( ი. გოგებაშვილის მიხედვით)
1. ჭიანჭველას შეუძლია წამოიკიდოს:
ა) ორჯერ მეტი ტვირთი;
ბ) ოთხი თავისოდენა ტვირთი;
გ) თავისოდენა ტვირთი.
2. რომელი როგორია? შეაერთე ხაზებით:
ბზუილა
შრომისმოყვარე
წუწუნა
გამკითხავი
ადამიანისათვის მარგებელი
3. დაწერე, რატომ აფასებს ადამიანი ფუტკრის შრომას და არა ჭიანჭველისას!
მეთექვსმეტე ტესტი
1. დააბინავე ცხოველები! შეურჩიე: სორო, ბუდე, ბუნაგი.
ა) მელა თავის . . . . . . . . . შეცუნცულდა.
ბ) ციყვი თავის . . . . . . . . . შეძვრა.
გ) კურდღელი თავის . . . . . . . . . შეხტა.
დ) ლომი თავის . . . . . . . . . . . მოკალათდა.
2. ამათ შორის რომელია ანდაზა? შემოხაზე!
ა) გიორგი ზარმაცი ბიჭია.
ბ) სიზარმაცეს მათხოვრობა მოსდევსო.
3. გაასწორე შეცდომები:
ა) დავალება არა მაქ.
ბ) თედომ ძმა გვერძე დეიყენა.
4. მოქმედების აღმნიშვნელ სიტყვებს შეურჩიე შინაარსით საპირისპირო სიტყვები:
ძინავს _ . . . . . . . . . . . აშენებს _ . . . . . . . . . . . .
ანათებს _ . . . . . . . . . . ტირის _ . . . . . . . . . . . . .
ჯდება _ . . . . . . . . . . . . მაღლდება _ . . . . . . . . . .
5. რომელ წიგნს დაუდგეს ძეგლი საქართველოში?
ა) ხალხური ზღაპრების კრებულს;
ბ) ვეფხისტყაოსანს;
გ) დედაენას.
მგელი და ბატკანი
ცხვრები ტყის პირას ძოვდნენ. ერთი ბატკანი ფარას ჩამოშორდა. დედამ უთხრა შვილს:
_ შორს ნუ წახვალ, შვილო, უბედურებას არ გადაეყარო!
ბუჩქის უკან მგელი იყო მიმალული.
_ დედას არ გაუგონო! ეგ უკვე ხანში შესულია, სიარული ეზარება და შენც ამიტომ გიშლის სირბილს. გაიქეცი მინდორში და ირბინე! _ წასჩურჩულა მგელმა ბატკანს.
ბატკანმა დაიჯერა და ტყისკენ გაიქცა. მგელსაც ეს უნდოდა: მივარდა ბატკანს და ბუნაგისაკენ გააქანა.
ლ. ტოლსტოი (ი. გოგებაშვილის მიხედვით)
1. შემოხაზე ის ანდაზა, რომელიც ამ იგავს შეეფერება:
ა) ცხვარი ცხვარია, თუ გაცხარდა ცხარეაო.
ბ) დედის წინ მორბენალ კვიცს ან მგელი შეჭამს, ან მგლის შვილიო.
გ) მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტიაო?
2. ჩამოთვალე იგავ-არაკის მოქმედი გმირები:
3. რომელია მშობელი? რომელი შვილი?
(შეაერთე ხაზებით)
მშობელი ცხვარი
ბატკანი
მგელი
შვილი მგლის ლეკვი
4. რატომ დაიღუპა ბატკანი?
მეჩვიდმეტე ტესტი
1. ისრით დააკავშირე მსგავსი მნიშვნელობის სიტყვები:
მკვეხარა მშვენიერი
ჩვილი ჰაეროვანი
მსუბუქი ბაქია
ლამაზი თოთო
2. მაგალითის მიხედვით შეადგინე სათანადო სიტყვები:
ტყე _ მეტყევე; ცხვარი _ . . . . . . . . ;
პური _ . . . . . . .; ნახირი _ . . . . . . . . .
3. შეუფარდე თავაზიანობის გამომხატველ სინონიმებს შემდეგი სიტყვები: მოდი, ჭამე, დაჯექი, აიღე.
ინებე - . . . . . . . . . მიირთვი _ . . . . . . . . .
დაბრძანდი _ . . . . . . . მობრძანდი _ . . . . . . . . .
4. მოცემული სიტყვების გამოყენებით შეადგინე წინადადებები:
ნინო, დაკვრა, როიალი.
გიორგი, სკოლა, დედა, მუშაობა.
5. რა საერთო სახელი აქვს გაზაფხულს, ზაფხულს, შემოდგომასა და ზამთარს?
6. როგორ გესმის გამოთქმა _ “კოვზი ნაცარში ჩაუვარდა?”
(შემოხაზე სწორი პასუხი)
ა) კოვზი დაუვარდა;
ბ) იმედი გაუცრუვდა, მოტყუვდა;
გ) ცივ უარზე დადგა.
ცრუ
ბიჭი ცხვრებს აძოვებდა. მახლობლად გლეხები ყანას მკიდნენ.
ბიჭმა იფიქრა, მოდი ამ გლეხებს შევაჩოჩქილებო. უცებ ყვირილი მორთო:
_ ვაიმე, ვაიმე, მიშველეთ, მგლებიო! გლეხები მოცვივდნენ. ნახეს _ ტყუილი იყო.
ასე მოატყუა ბიჭმა გლეხები მეორედ და მესამედ. მეოთხედ მგელი მართლა მიუვარდა ბიჭს. ბიჭმა გააბა ყვირილი: _ არიქა, მიშველეთ, მგელიო!
გლეხებს ეგონათ _ კიდევ გვატყუებსო და ყურიც აღარ ათხოვეს. მგელი უშიშრად დაერია ცხვრის ფარას და დიდი ზარალი მიაყენა.
ესოპე (ი. გოგებაშვილის მიხედვით)
1. მოცემული ანდაზებიდან შეარჩიე და შემოხაზე ის ორი ანდაზა, რომელიც ყველაზე მეტად შეეფერება ამ იგავს:
ა) რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო.
ბ) რაც არ გერგება, არ შეგერგება.
გ) ტყუილის მთქმელს მართალსაც აღარ დაუჯერებენო.
დ) ცუდი შვილი დედ-მამის მაგინებელიაო.
2. როგორ გესმის გამოთქმა _ “ყურიც აღარ ათხოვეს?”
ა) ყურადღება აღარ მიაქციეს;
ბ) მაშინვე ყურადღება მიაქციეს;
გ) ყურში არ შეუშვეს მისი ხმა.
მეთვრამეტე ტესტი
1. რომელ მცენარეზე მიგანიშნა ამ სიტყვის მნიშვნელობამ? შემოხაზე!
კბილი ნაჭუჭი
ა) ხახვი, ბ) ნიორი. ა) საზამთრო, ბ) თხილი.
2. მიუწერე საპირისპირო სიტყვები:
ადრე _ . . . . . . . . . . ;
გრძელი _ . . . . . . . . ;
დედა _ . . . . . . . . ;
მაღალი _ . . . . . . . . . .
3. გამოიცანი და ამოწერე სიტყვები გაორკეცებული მარცვლებით (ნიმუში: ღიღინი):
ღიღინი, ხარხარი, ვარსკვლავი, დაფა, ფუსფუსი, თასი, ტიტინი, ზუზუნი, თეფში, ბიბინებს, თუხთუხი, კოკა, დოქი.
4. დაუწერე შესაბამისი სასვენი ნიშანი!
_ რასა ხედავ
_ ცასა ლურჯსა
_ რასა ნატრობ
_ მხატვრის ფუნჯსა
_ რას დახატავ
_ მთას და მდელოს
_ გაუმარჯოს
_ საქართველოს
5. რომელი სიტყვაა ანდაზაში გამოტოვებული?
ენას . . . . . . . . არა აქვსო.
ა) ძარღვი, ბ) ძვალი.
6. აბა, გამოიცანი!
რომელია გარეული ცხოველი?
ა) ძროხა, ბ) მგელი, გ) ძაღლი.
რომელი ცხოველი კნავის?
ა) ცხენი, ბ) ძროხა, გ) კატა.
რომელი ცხოველის ნაშიერს ჰქვია ბელი?
ა) კურდღლის, ბ) ირმის, გ) დათვის.
7. წაიკითხე ყურადღებით და ჩასვი გამოტოვებული ასოები:
რატომ აქვს აქლემს კუზი?
აქლ_მი მთელ თავის ცხიმ_ , რომ_ლიც ზოგჯერ ათეულ_ბი_ კილოგრ_მს აღწევს, კუზ_ი ინახა_ს და მოგზა_რობ_ს დრ_ს ხარჯავს. ამიტ_მ ხანგრძლ_ვი მოგზაურობის შემდ_გ აქლემ_ ორივე კუზ_ ცარიელი ტომრებივ_თ ჰკიდი_, მაგრამ სასმელ_თა და საჭმ_ლ_თ გულს რომ იჯერ_ბს, კ_ზ_ კვლავ პატ_რა “მთებს” ემსგავსება. აქლ_მი დიდხან_ ძლებს უწყლოდ, მაგრამ როცა სვ_მს, შეუძლია ძალიან ბევრ_ წყალ_ დალიოს.
მეცხრამეტე ტესტი
1. გამოიცანი გამოთქმები. შემოხაზე შესაბამისი სიტყვა:
მაყვალივით ბურთივით
ა) თეთრი, ბ) შავი. ა) მრგვალი, ბ) ბრტყელი.
2. ისრით შეაერთე საპირისპირო შინაარსის სიტყვები:
დილა ძმა
შავი სიცივე
გათენდა თეთრი
და დაღამდა
სიცხე საღამო
3. აბა, გამოიცანი!
რომელ მცენარეს უწოდებენ ყვავილთა დედოფალს?
ა) ყაყაჩოს, ბ) ვარდს, გ) ენძელას.
რომელი მცენარის მარცვლისგან ამზადებენ ბატიბუტს?
ა) მზესუმზირის, ბ) სიმინდის, გ) ხორბლის.
4. რომელი სიტყვაა ანდაზაში გამოტოვებული?
თხა თხაზე ნაკლები . . . . . . . . შეჭამოსო.
ა) მგელმა, ბ) ვეფხვმა.
5. ისრით შეაერთე, რომელი რა ხმას გამოსცემს:
მერცხალი გაჰკივის
ბულბული ღუღუნებს
ყვავი ჭიკჭიკებს
მტრედი გალობს
ჭოტი ჩხავის
6. დასვი სათანადო სასვენი ნიშნები:
ბებოს ზღაპარი
საღამოა თოვს ცივა ბუხართან ვსხედვართ ბებო ზღაპარს გვიამბობს ჩვენ ბებოს ყურადღებით ვუსმენთ
პატარა მეგობრები
ბაქარი და საბა მეგობრები არიან ერთ მერხზე სხედან ბაქარს მუცელი ასტკივდა საბამ ჩანთა გამოართვა და მეგობარი შინ მიაცილა
7. წაიკითხე ყურადღებით და ჩასვი გამოტოვებული ასოები!
ბუზი და ჭიანჭველა
ერთხელ ბუზმ- ჰკითხა ჭიან-ველას:
- რა არი -, რომ მუდამ ას - დადიხარ და ხმას არ იღე-?
- რა ვქნა, ძმა -, ხომ ხედა - , ვმუშაო - . . . შენ რაღას აკე – ებ?
- როგორ თუ რას? არ გეს – ის, რომ ვბზ – ი?
- ბზუილი კი მესმ – ს, მაგრამ შენ გაკეთებ – ლს ვერაფერ - ვხედავო, - მიუგო ჭიანჭველა - .
-
იაკობ გოგებაშვილის მიხედვით
მეოცე ტესტი
1. სწორად შეარჩიე მოქმედების გამომხატველი სიტყვა:
თევზი დახოხავს.
გველი დაცოცავს.
ჭიანჭველა დაცურავს.
მუხლუხო დასრიალებს.
2. დაუსვი საგანს კითხვა:
ა) ბავშვი წერს. ბ) ბაქარი მღერის.
ვინ წერს?
გ) ძაღლი ყეფს. დ) კატა კნავის.
3. რომელ ცხოველზე მიგანიშნა ამ სიტყვამ? შემოხაზე!
ნიჟარა
ა) თხუნელა, ბ) ბაყაყი, Gბ) ლოკოკინა.
ეკალი
ა) ზაზუნა, ბ) ზღარბი, გ) მაჩვი.
4. რომელი სიტყვაა ანდაზაში გამოტოვებული?
ზღვა . . . . . . . . . . . დაილიაო.
ა) ფინჯნით, ბ) კოვზით.
5. შეადგინე პატარა მოთხრობა მოცემული სიტყვების გამოყენებით: გაზაფხული, ია, ენძელა, მერცხალი, შაშვი, ბუდე, ჭიკჭიკი.
მამლები და კაკაბი
ერთმა კაცმა მამლებთან ეზოში კაკაბი გაუშვა. მამლებმა კაკაბი იუცხოვეს და ჩაუნისკარტეს.
_ უცხო რომ ვარ, მამლებს იმიტომ თუ ვძულვარო, _ ფიქრობდა დანაღვლიანებული კაკაბი. მაგრამ ხედავს, ქათმებს ერთმანეთში უარესი წიოკობა აქვთ: _ ახლა კი ჩემს უბედურებას დიდად აღარ ვნაღვლობ, _ გაიფიქრა კაკაბმა. _ ერთმანეთს არ ინდობენ და მე რა ხეირს დამაყრიანო.
ესოპე
1. არაკი გვეუბნება: (შემოხაზე სწორი ვარიანტი)
ა) ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოსო;
ბ) ჭკვიანი კაცი არად მიიჩნევს იმისგან წყენას, ვინც თავისიანებს არ ინდობსო;
გ) კარგი შვილი დედის გულის ვარდიაო.
2. მოცემული სულიერი საგნის სახელებს მიუწერე ნაშიერთა სახელები:
ქათმის
ინდაურის
ბატის
იხვის
სავარჯიშო #1
იპოვე და შემოხაზე წელიწადის დროების სახელები. თუ გამომრჩა, შენ თვითონ შეავსე:
სავარჯიშო #2
ერთ – ერთ მოსწავლეს წერის დროს დაავიწყდა სიტყვებს შორის ადგილის გამოტოვება. ყურადღებით წაიკითხე ეს ნაწერი და ყოველი სიტყვის შემდეგ ჩამოუსვი ერთი ხაზი:
სავარჯიშო #3
ყურადღებით წაიკითხე ნაწერი. ყოველი სოტყვის შემდეგ ჩამოუსვი ერთი ხაზი, ყოველი წინადადების ბოლოს კი – ორი.
იცი თუ არა, რომ . . .
• “შენ ხარ ვენახის” ავტორი დავით აღმაშენებლის შვილი, მეფე დემეტრე გახლავთ.
• ძილის დროს დელფინი ორივე თვალს არასოდეს ხუჭავს.
• მიმინოგამოდევნებული ტოროლა გალობას არ წყვეტს.
• სიღრმეზე ყვინთვის რეკორდი 194 მეტრია.
• პლანეტა სირიუსი სიკაშკაშით 22 – ჯერ აღემატება მზეს.
• ტაილანდური წიწაკა ყველაზე მწარეა მსოფლიოში.
• ზრდასრულ ნიანგს შეუძლია ორ წელიწადს გაძლოს უჭმელად.
• სამხრეთ ამერიკაში არსებობს ისეთივე ჩანთოსანი ცხოველი, როგორიცაა ავსტრალიური კენგურუ და მას “ოპუსუმი” ჰქვია. იგი ოთხ ფეხზე დადის, შვილებს კი ჩანთით ატარებს.
• ხვლიკ პანგოლინს კუჭში აქვს კბილები.
• უვნებელ გველს თვალის გუგა მრგვალი აქვს, შხამიანს – ოვალური.
• მყინვარწვერი და იალბუზი მიძინებული ვულკანებია.
სავარჯიშო #4
იპოვე და შემოხაზე მწერების სახელები:
სავარჯიშო #5
როგორ ჩნდება ცისარტყელა
ამბავი ცისარტყელას შესახებ მასწავლებელმა სამად გაანაწილა და ბავშვებს გადასცა. აი, ეს ნაწილებიც:
ბავშვების დავალება იყო ნაწილების სწორად დალაგება. შენც მიეხმარე მათ, დანომრე ფურცლები რიგის მიხედვით, ხოლო შემდეგ გადაწერე.
.. ჰფ
ჯჯნნჯჯ,მ./ჰ;ნჰლნნხგამოცანის პასუხი’;


