კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 08:26

 

მელამ, ვირმა და გუგულმა დატყვევებული კაჭკაჭი ლომთან მიიყვანეს. ლომმა ულვაშებზე ტორები გადაისვა, ფაფარი აიქნია და იკითხა:

- მაგ თავქარიან დედაკაცს ისეთი რა უნდა დაეშავებინა, რომ ბორკილი დაგიდვიათო?

- მეფევ ბატონო, დიდი ბოროტება აქვს ჩადენილიო! - აცნობეს მოსულებმა.

ტყეში თუ რამ ნადირი, ფრინველი და მწერი იყო, თავი ყველამ ამ ამბავზე მოიყარა.

ლომი კუნძზე აბრძანდა, დაამთქნარა, სათვალე გაიკეთა და ბრძანა:

- მომახსენეთ, კაჭკაჭს ბრალი რაში ედებაო!

მელამ თქვა:

- კაჭკაჭმა ხმა დამიყარა, მელა უკუდო არისო. ვიფიქრე, კუდს მაღლა ავბზეკ, ყველა დამინახავს, რომ კუდი მაქვს და მასხარად აღარ ამიგდებენ-მეთქი. ასე სიარულს დავეჩვიე. ახლა, სადაც უნდა ჩავიმალო, კუდი აბზეკილი მრჩება. მონადირეები ადვილად მამჩნევენ და რა დღეც მადგას, პატივცემულო მოსამართლევ, თქვენ თვითონ განსაჯეთო.

მელამ ლომს საფანტით დაცხრილულ-გატრუსული კუდი მაგიდაზე დაუდო. ლომმა კუდი გულდასმით დაათვალიერა და კაჭკაჭს უთხრა:

- მელასთანა წარმტაცი კუდი სხვას ვისა აქვს და ასე უკუდო ტყუილი რამ გათქმევინაო?!

- აბა რა ვიცოდი, რომ ჰქონდა? შევცდი და მაპატიეთო, - მიუგო კაჭკაჭმა.

- რაც წამდვილად არ იცი, იმის თქმა ჭორის თქმა არისო! - მოუჭრა ლომმა.

ვირმა თქვა:

- ამ საზიზღარმა ფრინველმა ცილი დამწამა, ვირს ხმა არა აქვსო. ვიფიქრე, ბევრს ვიყროყინებ, ყველა დარწმუნდება, რომ ხმა მაქვს და მასხარად აღარ ამიგდებენ-მეთქი. ზომაზე მეტ ყროყინს დავეჩვიე, პატრონი მიჯავრდება და რა დღეც მადგას, პატივცემულო მოსამართლევ თქვენ თვითონ განსაჯეთო!

ლომმა ვირს სახრის ცემით დამსკდარ-დაბეგვილი ფერდები დაუთვალიერა და კაჭკაჭს უთხრა:

- ვირი რომ სოფელში ყროყინებს, მე ამ უღრან ტყეში ჟრუანტელი მივლის და ასეთი მტკნარი ტყუილი როგორ მოიგონეო?!

- ასე მითხრეს, ვირი უხმოა და არც სიმღერა იცისო. შეეცდი და მაპატიეთო, - უპასუხა კაჭკაჭმა.

- გაგონილის გაზვიადება ან დამახინჯება ჭორის თქმა არისო! - მოუჭრა ლომმა.

გუგულმა თქვა:

- კაჭკაჭმა მომიგონა, გუგული შავ კვერცხებსა სდებსო. ვიფიქრე, ყველა ფრინველის ბუდეში თითო კვერცხს ჩავაგორებ, დარწმუნდებიან, რომ შავ კვერცხებს არ ვდებ და მასხარად აღარ ამიგდებენ-მეთქი. ჩვეულებად მექცა, კვერცხებს ახლაც სხვის ბუდეებში ვდებ. ჩემი ღვიძლი შვილები სხვის კარზე იზრდებიან და მე უბედურს, რაც დღე მადგას, პატივცემულო მოსამართლევ, თქვენ თვითონ განსაჯეთო.

ლომი დაფიქრდა, განსაჯა და კაჭკაჭს უთხრა:

- შავი კვერცხები ვის გაუგონია: ასეთი ფეხმოკლე ტყუილი რამ გათქმევინაო?!

- როგორიცა თქვეს, ისე გავიმეორე. რა ვიცოდი, თუ ტყუილი იყო? შევცდი და მაპატიეთო, - უპასუხა კაჭკაჭმა.

- სხვისი ტყუილის გამეორებაც ჭორის თქმა არისო! - მოუჭრა ლომმა და კანონების დიდი წიგნი გადაშალა.

ლომმა კანონები გულდასმით წაიკითხა და განაჩენი გამოაცხადა:

- ჭორზე დიდი ბოროტება ქვეყანაზე არ არის და კაჭკაჭისთვის საყოველთაო სიძულვილი მიმისჯიაო!

მას შემდეგ ნადირები, ფრინველები და მწერები კაჭკაჭთან აღარ მეგობრობენ, აღარაფერს ენდობიან და საქვეყნოდ ჭორიკანა დედაკაცს ეძახიან.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen