კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 08:03

 

ჩემო გოგონა

ახლა ღამეა. შობა ღამე. ჩემს პატარა ციხესიმაგრეში ყველა უაბჯრო მეციხოვნემ ძილს მისცა თავი. სძინავს შენს და-ძმას. დედაშენსაც კი ჩაეძინა. შენ ისე შორს ხარ ჩემგან… მაგრამ დაე, თვალისჩინი წამერთვას, თუ ახლაც, ამ წუთს, შენს სურათს არ ვუმზერდე. ის აქ არის, მაგიდაზე, ჩემს გულთან ახლოს. შენ კი სადა ხარ? შორს, ზღაპრულ პარიზში. ელისეს მინდვრების თეატრში. დიდებულ სცენაზე ცეკვავ. ხომ კარგად ვიცი ეს, მაგრამ მაინც, წყნარი ღამის მდუმარებაში თითქოს ცხადად ჩამესმის შენი ნაბიჯების ხმა. ვხედავ შენს თვალებს, ზამთრის ცაზე გაბნეული ვარსკვლავებივით რომ კიაფობენ. ვიცი, ამ ლამაზ სპექტაკლში ხანისგან დატყვევებული სპარსელი მზეთუნახავის როლს ასრულებ. იყავი მზეთუნახავი და იცეკვე. იყავი ვარსკვლავი და იკაშკაშე. მაგრამ თუკი მაყურებლის მადლობამ და აღტაცებამ დაგათროს, თუ მორთმეული ყვავილების სურნელებამ თავბრუ დაგასხას, განმარტოვდი სადმე კუთხეში და ჩემი წერილი წაიკითხე, ყური მიუგდე მამაშენის ხმას. მე მამაშენი ვარ ჯერალდინა! მე ჩარლი ჩაპლინი ვარ, ჩარლი ჩაპლინი!… 

იცი კი, რამდენჯერ დამთენებია შენს სასთუმალთან? სულ პაწია ზღაპრებს გიყვებიდი! ხან მძინარე მზეთუნახავისას, ხან ბოროტი გველეშაპისას. ხოლო როცა ჩემს ბებერ თვალებს ძილი წამოეპარებოდა, დავცინოდი მას და ასე ვეუბნებოდი: "გამშორდი"! მე ჩემი გოგოს ოცნებები მეზმანებიან! მე ვხედავდი შენს ოცნებებს, ჯერალდინა. ვხედავდი შენს მომავალს, შენს დღევანდელ დღეს! ვხედავდი სცენაზე მოცეკვავე ასულს, ცაზე მოფარფატე ფერიას. მესმოდა, როგორ ლაპარაკობდნენ ხალხში: "ხედავთ ამ გოგონას? ერთი ბებერი კლოუნის ქალიშვილია, არ გახსოვთ ჩარლის რომ ეძახდნენ?"

ჰო, მე ჩარლი ვარ! ბებერი მასხარა. დღეს შენი ჯერია. იცეკვე! მე ფართხუნა, დაკონკილი შარვლით ვცეკვავდი, შენ პრინცესას აბრეშუმის სამოსი გმოსავს. ეგ ცეკვა და ტაშის გრიალი დროდადრო ცაში აგტყორცნის. გაფრინდი, გაფრინდი იქით… მაგრამ ხანდახან მიწაზეც დაეშვი! შენ უნდა ნახო ხალხის ცხოვრება - ცხოვრება იმ ქუჩის მოცეკვავეებისა, შიმშილისაგან დაოსებულნი, სიცივითა და სიღატაკით ათრთოლებულნი რომ როკავენ! მათი ხვედრი მეც მიწვნევია, ჯერალდინა. იმ ჯადოსნურ ღამეებში, შენ რომ ჩემს ზღაპრებთან იძინებდი, მე არ მეძინა. დავყურებდი შენს საყვარელ სახეს, ვუსმენდი შენი გულისფეთქვას და ჩემს თავს ვეკითხებოდი: "ჩარლი, ნუთუ ეს ღლაპი შენ ოდესმე გაგიცნობს?" შენ არ მიცნობ მე ჯერალდინა… 

იმ შორეულ ღამეებში უამრავ ზღაპარს გიყვებოდი, მაგრამ ჩემი ზღაპარი არასოდეს მიამბია… ისიც ძალიან საინტერესო ზღაპარია, ჯერალდინა. ზღაპარი მშიერი მასხარისა, ლონდონის ღატაკთა კვარტლებში რომ მღეროდა და ცეკვავდა, მერე კი … მოწყალებას აგროვებდა! აი, ჩემი ზღაპარი! მე ვიცი, რა არის შიმშილი, ვიცი, რას ნიშნავს უსახლკარობა! ეგ კიდევ რაა, მე გამოვცადე დამამცირებელი ტკივილი მოხეტიალე მასხარისა, რომლის მკერდში მობობოქრე სიამაყის ოკეანე სამოწყალოდ გადაგდებულ მონეტებს უნდა დაეშრო. მაგრამ მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, ცოცხალი ვარ, ცოცხლებზე კი მუდამ ცოტას ლაპარაკობენ. შენ ჩემი გვარისა ხარ – ჩაპლინი! ლამის ნახევარი საუკუნე ეს გვარი მთელს დედამიწას აცინებდა. მაგრამ ის სიცილი რაა იმასთან, რაც მე მიტირია, ჯერალდინა. სამყარო სადაც შენ ცხოვრობ, მარტო ცეკვის და მუსიკის საუფლო როდია!..

ჯერალდინა! შუაღამისას იმ დიდებული დარბაზიდან რომ გამოხვალ, დაივიწყე შენი მდიდარი თაყვანისმცემლები, მაგრამ არ დაგავიწყდეს ტაქსის მძღოლს ცოლის ამბავი გამოჰკითხო. შეიძლება ცოლი ფეხმძიმედ ჰყავს და იმის ფულიც არა აქვთ რომ თავიანთი პირმშოსათვის სახვევები იყიდონ. თუ ასეა, ადექი და ჩაუდე ფული ჯიბეში. მე ბანკში ნათქვამი მაქვს, რომ ეს ხარჯები გაგისტუმრონ. სხვას კი მუდამ ყველას ზუსტად გადაუხადე! დროდადრო მეტროში ჩადი. ქალაქი დაათვალიერე, იარე ფეხით ან ავტობუსით. ხალხს დააკვირდი! ქვრივ-ობლებს შეხედე! და თუნდაც დღეში ერთხელ მაინც შენს თავს უთხარი:”მეც ერთერთი ამათთაგანი ვარ!"

დიახ, შენ ერთ-ერთი იმათაგანი ხარ, ჩემო გოგონა. ხელოვნება, სანამ ცაში ასაფრენად ფრთებს უბოძებდეს ადამიანს, ჯერ ფეხებში ურტყამს… როცა დადგება წამი და იგრძნობ, როგორ მაღლდები მაყურებელზე, მაშინვე გადი სცენიდან. პირველივე ტაქსი დაიჭირე და პარიზის გარეუბნებს მიაშურე. მე კარგად ვიცნობ ამ უბნებს. იქ იხილავ მოცეკვავე ქალიშვილებს - შენსავე მსგავსთ, შენზე უფრო გრაციოზულებს, შენზე ამაყებს. შენი თეატრის პროჟექტირების თვალისმომჭრელ ელვარებას იქ ვერსად ნახავ! მათი სცენის პროჟექტორი მთვარეა. დააკვირდი, აბა, კარგად დააკვირდი: შენზე უკეთ ხომ არ ცეკვავენ? გამოტყდი, ჩემო გოგონა. ცოტას როდი შეხვდები ისეთს, ვინც შენზე უკეთ ცეკვავს, ვინც შენზე კარგად თამაშობს. და ეს გახსოვდეს: ჩარლის ოჯახში არასოდეს ყოფილა ვინმე ისეთი ხეპრე, რომ მეეტლისათვის უკმეხი სიტყვა ეთქვას ან სენის სანაპიროზე მჯდარი მათხოვრისთვის დაეცინოს… 

ჩარლი წავა, ჯერალდინა, და შენ იცოცხლებ… მე არ მინდა, ოდესმე სიღატაკე გამოსცადო. ამ წერილთან ერთად გიგზავნი ჩეკის წიგნაკს – ხარჯე, რამდენსაც მოისურვებ, ოღონდ გახსოვდეს: ორ ფრანკს რომ დახარჯავ, შენს თავს უთხარი, მესამე მონეტა ჩემი არ არის-თქო. იგი ეკუთვნის ვინმე სხვას, უცნობს, ვისაც ის ერთი ფრანკიც სანატრელი აქვს. მისი პოვნა არ გაგიჭირდება. საკმარისია მოინდომო და ამ უცნობ ღატაკებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ნახავ. ფულზე იმიტომ გელაპარაკები, რომ კარგად ვიცი ამ დემონის მაცდური ძალა…

ჯერალდინა, მე დიდხანს გამოვდიოდი ცირკში და მუდამ შიშით შევცქეროდი ბაგირზე ასულ ჯამბაზებს, მაგრამ აი, რა მინდა გითხრა ჩემო გოგონა… ადამიანს ძირს, მყარ მიწაზე უფრო ადვილად შეიძლება ფეხი დაუცდეს, ვიდრე ჯამბაზს იმ ვერაგ თოკზე. შეიძლება ამ საღამოს თვალი მოგტაცოს რომელიმე ბრილიანტის ელვარებამ და მაშინ შენი დაცემა გარდაუვალია. შეიძლება დადგეს დღე და უცხო პრინცის მშვენიერმა სახემ დაგატყვევოს. იმ წუთიდან შენ უცადი მუშაითი ხარ, გამოუცდელებს კი ბაგირი მუდამ ღალატობს, ნუ გაყიდი შენს გულს ოქროსა და სამკაულისთვის. იცოდე, ყველაზე დიდი ბრილიანტი მზეა, ის კი, ჩვენდა საბედნიეროდ, ყველას ერთიანად დაგვნათის.

ხოლო, როცა ჟამი დაჰკრავს და სიყვარული გეწვევა, გულით შეიყვარე შენი რჩეული…

სამუშაო ძნელი გაქვს, ვიცი… სხეულს სიფრიფანა აბრეშუმის ნაჭერი გიფარავს. ხელოვნების სახელით სცენაზე შეიძლება შიშველიც გამოხვიდე, მაგრამ იქიდან კიდევ უფრო უმწიკვლო და სემოსილი უნდა დაბრუნდე… მე ბებერი ვარ და ჩემი სიტყვები შეიძლება სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ მაინც, ასე მგონია, შენი შიშველი სხეული იმას უნდა ეკუთვნოდეს, ვინც შენს გაშიშვლებულ სულს შეიყვარებს. რა ვუყოთ მერე, თუ ჩემი შეხედულება ამ საკითხზე მოძველებული გამოჩნდება, თუ ასე ჯერ კიდევ ათი წლის წინათ ფიქრობდნენ. ნუ გეშინია, ეგ ათი წელი ვერ დაგაბერებს… ჯერალდინა, მე მინდა რომ შენ ამ შიშველთა კუნძულის უკანასკნელი ქვეშევრდომი იყო…

მე ვიცი, მამებს და შვილებს ნიადაგ ბრძოლა აქვთ ერთმანეთში. მეომე ჩემო გოგონა, ჩემს აზრებს ეომე. მე არ მიყვარს მორჩილი შვილები. და ვიდრე ამ ბარათს ჩემი ცრემლი არ დასდენია, მინდა მჯეროდეს, რომ ეს შობაღამე სასწაულების ღამეა. მინდა მოხდეს სასწაული და შენ მართლა გაიგო ყველაფერი, - ყველაფერი, რაც შენთვის მინდოდა მეთქვა. 

ჩარლი დაბერდა, ჯერალდინა! ადრე თუ გვიან თეთრი სასცენო კაბის მაგიერ შავებში უნდა გამოეწყო და ჩემს საფლავზე მოხვიდე. ახლა არ მინდა გული გატკინო, მაგრამ ხანდახან სარკეში ჩაიხედე - იქ მე დამინახავ. შენს ძარღვებში ჩემი სისხლი ჩქეფს. მე მინდა, რომ მაშინაც კი, როცა ჩემს ძარღვებში სისხლი დინებას შეწყვეტს, არ დაივიწყო მამაშენი ჩარლი. მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ მუდამ ვცდილობდი, ადამიანი ვყოფილიყავი. ეცადე შენც.

გკოცნი, ჯერალდინა

შენი ჩარლი.

1965 წლის დეკემბერი

 

* * * * * * *

 

My girl

Now it is night. One Christmas night. All unarmed wars in my little castle slept. Not awake or your brother or your sister. Even your mother now sleeps. Not only woke up zaspalite birds until he came to this polusvetla room.

I am far from you! But let oslepeya if even for a moment your portrait has disappeared from my eyes. It was here – on the table here – to my heart. But where are you? There – prikazniya in Paris, of the magnificent dance theater scene Shan h `Elize. I know that, like in a quiet night you hear footsteps, to see your eyes shining like stars in the winter darkness. I heard that your role in this party and light show is the role of Persian Beauty, captive from Tatar Khan. Be fair and dance. Be a star and siyay. But if vaztorzite and they thanked the audience intoxicated, if the flavor of flowers sent to you, they zamae, you sit in a corner, read my letter and listen to the voice of his father.

I am your father, Zheraldin!

I’m Charlie, Charlie Chaplin!

You know how many nights I sat by your bed for you to tell stories when I was small – the Sleeping Beauty for budniya dragon in the field … And when the dream comes to rest my eyes, I get him and says: “Go! I sleep with dreams of his daughter! “I see these dreams, Zheraldin see your future, today’s your day! I see a girl playing on the stage, a fairy dancing in the sky. I heard the crowd say: “See that girl? It is the daughter of the old fool. Remember how I said – Charlie? ”

Yes! I’m Charlie! I am old fool!

Today is your day. Dance! I dancing in a wide okasan and trousers, and you in silk dress of a princess. These dances and the sound of applause will sometimes rise in the heavens.

Go! Go there! But back on earth! And look at people’s lives, the lives of those street dancers in the final quarters to play hungry and shiver and beggary. I was like them, Zheraldin! In those nights, those Charming nights sleep in my talk, I stay awake. I saw your face, hit felt your heart and ask: “Charlie! Really this kitten will ever know? “You do not know me, Zheraldin … As I talk to razkazval those long nights, its story I never razkazval you … And it is also interesting … Story about a hungry fool who peeshe and dancing in the poor neighborhoods of London, and then … gathering alms … This is my story!

I vkusil hunger, I know what it means to be without a roof! Moreover, I felt pain of the humiliating skitnika poll in whose breasts Ocean raged all of pride, had a coin toss to drain. But nevertheless I am alive and live normally for a little talk.

Better to talk to you!

After your name, Zheraldin is my – Chaplin. It more than forty years I laugh people on earth. But I cried more than they are brave, Zheraldin! In the world in which you live, there is only dance and music!

At midnight, when leaving the great hall you forget richest fans, but do not forget to ask a taxi driver who takes home to his wife … And if brememnna if no money to buy a coat child, you put money in his hand. I told the bank to pay your these costs. But for others – you have to send the correct account! From time to time by subway or bus examine city walk se.Gleday people! And at least once a day said: “I am one of them!” Yes! You are one, my girl. More! Art before a human wings for excursions in visinite usually schupva his legs. And when the moment in which you feel yourself more than the audience, immediately leave the scene! Go with the first charges in the vicinity of Paris. I know them very well! … There you will see many dancers like you – even more beautiful than you, and more proud of you. Glare from the spotlight of your theater no clue! Projector is for them the moon. Look, look good! Do not dance better than you? Admit it, my girl! Always someone who dance better! And know – the family of Charlie no one was so rude to make a hack rugae or podigrae beggar, sitting near the Seine …

I will die, but you will live … I want you never to live in poverty! Along with this letter you send a white check. As you write to it. But when spending two francs, do not forget to say that the third coin is not yours. It must belong to nepoznatiya man who needs one franc. And it you can easily find. I want to see these strangers pauperism, you can find them everywhere. If you talk about money, do this because I know izmamnata force these devils … You know, I spent a long time in the circus. And I always bezpokoyal of twister. But I gotta tell you a true, my girl – making people more easily than solid ground than players of precarious rope. Maybe one night glory of the most expensive diamond will fraud. In the same night that your diamond will be unstable and fall rope you safe. Perhaps one day the beautiful face of a prince will fraud. On the same day you will be unversed twister, a twister neopitnite always fall … Not to sell my heart for gold and jewelry. For the largest diamond is the Sun. Fortunately he shine in the face of every man!

And when one day falling in love with a man, you all be with him. Your mom told you I write about it. She knows better love me, it applicable to her as you talk about it …

Your job is very difficult. I know that. Your body is covered only with a piece of silk. Because art can and will appear naked on stage, but to come back from there in wearing and cleaner …

But nothing and no one else in this world deserves to see even the nails of the feet of a girl. Nakedness is a disease of our time.

I am old and my words might sound funny. But me, your naked body must belong to one who loves Face your soul. It is not scary if your belief that is ten years from the time you go. Fear not – those ten years they will not sastaryat. But as it is, I want you to be the last person who is subject of the island of bare! …

I know that sons and fathers are always bivali in a duel. With me, fight with my thoughts, my girl. I love children subject. And before kapnat tears from my eyes on this letter, I believe – this is Christmas night, night of miracles. I want to become a miracle – you really know you all I want to tell you.

Charlie is already outdated, Zheraldin! Sooner or later, instead of white silk to the scene, you will have to wear black to go to my grave. Now I do not want to bother. Only from time to time look in the mirror, there will see me. My blood runs in your veins. I even when in my veins the blood dried up, not to forget his father – Charlie. I was not an angel, but as far as could be stremyah to be a man. Try it and you.

I kiss you, Geraldine.

Yours, Charlie.

December 1965

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen