კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 10:24

 

შუა ენკენისთვე იყო. დედამ ბავშვები საგანგებოდ წამოგვიყვანა ქალაქიდან, - კაკლის ბერტყვას დაესწარითო.

მოღრუბლული დღე იყო. სიო არ იძვროდა. მზე ათასში ერთხელ გამოაჭყეტდა ღრუბლიდან. ჩვენ კაკლის ქვეშ შევიკრიბეთ და მოუსვენრად ველოდებოდით ბერტყვას. აი, ვანოც მოვიდა. მოკლე ახალუხი ეცვა, განიერი შარვალი შავ პაიჭებში ჰქონდა ჩაკეცილი. თავზე წითელი ხელსახოცი გადაეკრა. ხელში უშველებელი კაკლის საბერტყი ხალა ეჭირა და თავისი მამაცური შესახედაობით მშვენიერ სურათს წარმოადგენდა.

- შვილო, ვანო, ფრთხილად, ფეხი არ დაგისხლტეს და ცოდვა არ დაგვიტრიალო, - ალერსით უთხრა დედაჩემმა და ცას შეხედა, ჰაერი ხომ არ იცვლებაო.

- ნუ გეშინია, ქალბატონო, პირველად ხომ არ ავდივარ ხეზე. ამ ერთ კვირაში ორი ძირი დამიბერტყავს, ისეთი ტომრები გავტენე ჩემი მეოთხედით, რომ თითოს თითო თუმნად არ მივცემ.

ვანო აცოცდა ხეზე. ჯერ ქვემოთა ტოტებზე გავიდა და მძლავრად დაუშინა გრძელი ხალა ჩვენგან ნახევრად დაბერტყილ ტოტებს, მერე შუა ხეზე გავიდა და ერთი საათის შემდეგ უზარმაზარი ხის წვეროკინაზე მოექცა. ჩვენ ვკრეფდით დაცვენილ კაკლებს, ერთმანეთს ვაწყდებოდით, ვეცემოდით და გულიანად ვხარხარებდით. ამასობაში ცოტაოდენი წამოჟინჟლა, პატარა ნიავიც დაიძრა. დედაჩემი აღელდა და ეხვეწებოდა ვანოს - ჩამოდიო, რადგან დასველებული ტოტები საშიში იყო მბერტყავისათვის და თანაც ქარი ძლიერდებოდა.

- ჩამო, შვილო, ჩამო! მე შენი ყურება აღარ შემიძლია, შიშით გული მიწუხს... დანარჩენი კვლავ დაიბერტყვის, არ წახდება.

- ერთი-ორი ხელის მოქნევა დამჭირდება და კიდეც გავათავებ, - მხიარულად ჩამოსძახა ვანომ და ხელის ქნევას მოუხშირა. კაკალმა უფრო ბლომად იწყო ცვენა და ჩვენც გამალებით ვაგროვებდით.

გარშემო ჩვენი ხმაურით ყურთასმენა აღარ იყო.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen