იყო ერთი ბერიკაცი. სიბერის გამო ხელ-ფეხი უკანკალებდა და საჭმელი სუფრაზე ეღვრებოდა.
შვილმა და რძალმა მოხუცი ცალკე, ოთახის კუთხეში გადასვეს. საჭმელ პინაზე უსხამდნენ და იქ მიჰქონდათ.
ბერიკაცს ერთი შვილიშვილი ჰყავდა. ბიჭი პაპას ძალიან ჰგავდა. ერთხელ ეს ბავშვი სახლის წინ იჯდა და ფიცრებს ჰკრავდა.
- რას აკეთებ შვილო? - ჰკითხა მამამ.
- პინას ვაკეთებ. როცა შენ და დედა დაბერდებით, ამ ხის პინაზე დაგისხამთ ხოლმე საჭმელს.
დედ-მამას თვალები ცრემლებით აევსო. ამის შემდეგ ბერიკაცს ცუდად აღარ ექცეოდნენ და სუფრასთანაც დააბრუნეს.


