კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 07:48

 

ფრაგმენტი რომანიდან: "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"

 

მე და ილარიონმა კარგად ვიცოდით ილიკოს ეს სუსტი მხარე და დღე და ღამე ილიკოს ღორის ქების მეტს არაფერს ვაკეთებდით.

აი ახლაც ვსხედვართ ილიკოს ეზოში აბიბინებულ კინდარზე, გვერდით მოღრუტუნე თვალმინაბული პოჭოკებგაჭიმული სერაპიონა გვიწევს და ილარიონს ვესაუბრებით.

- ასეთი ღორის მნახველი არ ვარ. - ამბობს ილარიონი.

- ამით მიდგას სული, - ამბობს ილიკო და ღორს მუცელზე უთათუნებს ხელს. სერაპიონა განცხრომით ქშინავს...

- ღორი კი არა ბევრ ვაჟკაცს ჯობია ... - ვთქვი მე

- მეთუ მკითხავ ილიკო, რად გინდა თვალებდაქაჩული ნაყაჩაღარი ბაბუაშენის სურათი რომ გიკიდია ბუხრის თავზე, დაუძახე პავლუშა ფოტოგრაფს, გაადაუღე სერაპიონას სურათი, გაადიდებიე და მაგის უკეთეს რას დაკიდებ ოთახში.

- ილარიონ შევარდნაძე! შენ თუ არ გჯობდეს ეს ღორი, მაგის კუბო გამეტანოს ამ ოჯახიდან! - თქვა ილიკომ

- მაგას უყურებ ილიკოო? ღორი კი არა ენა რომ მისცე - ადამიანია. ვთქვი მე.

- ახლა მოგინდა ხუმრობა? - ვუსაყვედურე ილარიონს, ილიკო რომ გავიდა.

- აგია ცხოვრება? მაგის დრუნჩიან ღორს ხმას ვერ უნდა ვცემდე? - განწირული ხმით თქვა ილარიონმა.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen