კოჭლი და ბრმა მიდიოდნენ, მიადგნენ ერთ მდინარეს. გასვლა ვერ მოახერხეს და დაღონებულები დასხდნენ წყლის ნაპირზე.
თავს წაადგათ მესამე მგზავრი. - რას დაძმარებულხართო? - ჰკითხა.
უთხრეს: - როგორ არ დავღონდებითო? ერთს უფეხობა გვიშლის ხელს, მეორეს - უთვალობაო.
მგზავრმა უთხრა:
- ერთმა მეორის ფეხებით ისარგებლოს, მეორემ - პირველის თვალებით და ორივე იქით ნაპირზე გადახვალთო.
მართლაც, ბრმამ კოჭლი ზურგზე შეისვა, კოჭლმა გზა უჩვენა და მშვიდობით გავიდნენ მეორე ნაპირზე.


