კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 ნოემბერი 2026 09:14

 

მესხეთის იმ ნაწილს, რომელიც აჭარას და შავ ზღვას შორის, გურიიდან ჭოროხამდე გრძელდება, ქობულეთი ჰქვია. ქობულეთი წინათ გურიის ნაწილი იყო და ამიტომ აქაურნი მცხოვრებნი აქამდე ყოველმხრივ გურულებს ჰგვანან: სახით და ჩვეულებით, მხნეობით და შრომისმოყვარეობით; ქართულადაც გურულ კილოზე ლაპარაკობენ. გურულებისაგან გამოირჩევიან მხოლოდ მაჰმადის სარწმუნოებით, რომელიც ძალდატანებით მიაღებინეს ოსმალებმა, მაგრამ ქრისტიანობის პატივისცემა ხალხს აქამდე გულში აქვს დამარხული: ბევრი ოსმალეთის მფლობელობის დროსაც კი შვილებს ქრისტიანულად ანათვლინებდნენ და ბავშვებს ქრისტიანულ წესებს ასწავლიდნენ.

გურულებსა და ქობულეთელთა შორის ნათესაობაც გახშირებული იყო და არის. ქობულეთელ ბეგებსა და გლეხებს ცოლად გურული ქალები ჰყავთ. ამ მოყვრობის გამო გურულებსა და ქობულეთელებს ერთმანეთში დიდი მისვლა-მოსვლა აქვთ და საზღვარს ახლო მდებარე სოფლებში ქორწილს, ქელეხსა და სხვა წვეულებას ისე არ გადაიხდიან, რომ ერთმანეთი არ მოიწვიონ. ერთი სიტყვით, ჭირსა და ლხინში სრული ერთობა აქვთ.

გურიაში ნაგომარზე მკათათვის 17-ს წმინდა მარინეს დღეობა იციან და დიდი ბაზრობა იმართება. აქ დიდძალი ხალხი იკრიბება არა მარტო გურიიდან, არამედ ქობულეთიდანაც. ქობულეთელებს მიაქვთ თავისი ნაწარმი, ყიდიან გურულებზე და აღებული ფულით ყიდულობენ გურულების ნაწარმს. ამ დღეობაზე ჯირითსაც მართავენ, სადაც გურული და ქობულეთელი ვაჟკაცები ერთმანეთს ეჯიბრებიან სიმარდესა და ცხენოსნობაში.

ქობულეთის უმეტესი ნაწილი მთიან-გორიანია და აქ მხოლოდ ვიწრო ხეობას ჰხედავთ. სახნავ-სათესი მინდორი ძალიან ნაკლებად არის და ამიტომ მცხოვრებელნი საკმარისად ვერ სთესვენ სიმინდსა და ღომსა, რომელიც შეადგენს იმათს საჭმელს. მიწის ნაკლებობა ქობულეთის სიღარიბის მიზეზია.

ქობულეთში ძევს ქალაქი ბათუმი შავი ზღვის სანაიროზე, ჭოროხის შესართავის მახლობლად. ქალაქში აღსანიშნავია მეტად მყუდრო და ფართე ნავთსადგური, რომელიც სამ-კუთხივ დაბალი მიწის ნაპირით არის შემოზღუდული და დასავლეთის მხრიდან განიერი სრუტით არის დაკავშირებული შავ ზღვასთან. ამ ნავსადგურში, დიდი ქარიშხლის დროსაც კი, როდესაც ზღვა საშინლად ღელავს, მშვიდობიანად და უვნებლად დგას ხომალდები და გემები.

ადგილმდებარეობა ბათუმს სავაჭრო ქალაქად ხდის. მის სავაჭრო მნიშვნელობას ხელს მეტად უწყობდა ის გარემოებაც, რომ ბათუმი წინათ პორტო-ფრანკო იყო, ესე იგი იმისთანა ქალაქი, სადაც უცხო ქვეყნებიდან ყოველგვარი საქონელი ბაჟის გარეშე შემოჰქონდათ. გურიიდან ბათუმამდე რკინიგზის ქსელის გაყვანამ, ამ ქალაქში ვაჭრბა კიდევ უფრო გააძლიერა. ბათუმში 60 ათასი მცხოვრებელია. აქ არსებობს შემდეგი სასწავლებლები: ვაჟების გიმნაზია, ქალების გიმნაზია, სამოქალაქო სასწავლებელი და წერა-კითხვის საზოგადოების სკოლა, რომელშიც ქართველი მაჰმადიანები და ქართველი ქრისტიანები ერთად სწავლობენ.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen