კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 07:24

 

ბნელი ღამე იყო. ურია მინდორში დაკარგულ ცხენს დაეძებდა, როცა ერთ რაღაც კაცის მსგავსს წაადგა თავს. ურია ძალიან შეშინდა, ეგონა ყაჩაღიაო. მაგრამ ხერხიც მალე მოიგონა: მოიხადა ქუდი, ჩამოიცვა ხელზე და უთხრა: ხელი არ მახლო, თორემ შენი სრულებით არ მეშინია, ხომ ხედავ, ჩვენ ორნი ვართო. 

ყაჩაღი გაჩუმებული იდგა ერთ ადგილას და თავს უქნევდა, თითქოს ემუქრებაო. 

აკანკალებულმა ურიამ არახჩინიც მოიხადა, მეორე ხელზე ჩამოიცვა და ეუბნებოდა: ჩამომეცალე გზიდან, თორემ ხედავ, სამნი ვართო. მაგრამ ყაჩაღი ფეხსაც არ იცვლიდა. 

საწყალი ურია შიშისაგან კბილს კბილზე ვეღარ ადგამდა. მთელი ღამე ძაგძაგით გაატარა. როცა ინათა, ურიამ თვალები მოჭუტა, წინ გაიხედა, სული მოიბრუნა, დაიხურა არახჩინი და ქუდი, გადააფურთხა და წავიდა. მის წინ ყაჩაღის მაგივრად მაღალი ჩირგვი მდგარიყო და მთელი ღამე იმას ეკანკალებინა.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen