კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 ნოემბერი 2026 11:08

 

ერთი სახლის ახლოს თაგვებს სორო ჰქონდათ. ამ სოროდან ისინი მიწას  ყველა მხრიდან თხრიდნენ, მხოლოდ ერთ მხარეს ძლიერ ერიდებოდნენ. მათში ერია ერთი ახალგაზდა და თავნება თაგვი. აიტეხა ამ თაგვმა: - მიწა ამ მხრისკენაც უსათუოდ უნდა გავთხარო და ქონი გამოვთხაროო! 

გამოცდილმა თაგვებმა უთხრეს: - მანდ მიწის თხრას თავი დაანებე, თორემ ქონის მაგივრად კატას გამოთხრი და თავს დაიღუპავო.

თავნებამ არ დაუჯერა და თქვა: - რა იციან ამ ბებრუცუნებმაო.

თხარა და თხარა მიწა და მართლა გამოთხარა, მაგრამ ქონი კი არა, ვებერთელა მშიერი კატა. კვდებოდა თაგვი კატის კლანჭებში და ამბობდა:

- ახია ჩემზე, უფროსებმა და ჩემზედ გამოცდილებმა კარგი დარიგება მომცეს, და მე კი არ გავუგონე, მასხარადაც ავიგდე და თავი დავიღუპეო.


ანდაზა: თაგვმა თხარა, თხარაო, კატა გამოთხარაო.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen