კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 08:21

 

პატარა ვანო ტყეში საქონელს აძოვებდა. ერთ ჩირგვზე დაინახა მრგვალი და მოშავო ფერის ხილი. ეს უთუოდ ალუბალიაო, იფიქრა ვანომ, მოწყვიტა ერთი მარცვალი და შეჭამა. ცოტა არ იყოს ეგემრიელა. დაუწყო ჭამა და მთელი ჩირგვი გაკრიფა. უცებ გულის რევა და მუცელმა წიწკნა დაუწყო.

ბავშვმა შინამდე ძლივს მიაღწია. დედა მაშინვე სოფლის სკოლის მასწავლებელთან გაიქცა წამლისთვის. მასწავლებელი საჩქაროდ გამოეშურა ავადმყოფთან და, როცა ბავშვი გამოკითხა, თქვა: ძაღლყურძენა უჭამია და იმას მოუწამლავსო. 

მაშინვე ბლომად თბილი რძე ასვა, რათა ბავშვს პირის ღებინება ასტეხოდა და ნაჭამი შხამი ამოეღებინებინა.

გაუფრთხილებელ ბავშვს პირღებინება მართლა აუტყდა და სიკვდილს ძლივს გადაურჩა.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen