კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 09:23

 

 

ზამთარია და პატარა ვანოს სცივა. ტანი უნდა დაითბუნოს, თორემ გაცივდება და ავად გახდება. ვანო იღებს ცხვრის ქურქს, იცვამს ტანზე და მალე ძალზე თბება.

პატარა კეკეს სიცივისაგან ხელები ეყინება. ჯიბიდან ამოიღო მატყლის ხელთათმანები, წამოიცვა თითებსა და ხელებზე და კარგად დაითბუნა.

პატარა სოსოს ფეხები ეკრუნჩხება სიცივისაგან. მოძებნის მატყლის წინდებს, ჩაიცვამს ფეხებზე, მერე შეიკრავს ქალამნებს და ფეხები სწრაფად უთბება.

როგორ ხდება ეს? როგორ ათბობს ადამიანს ტყაპუჭი, ხელთათმანი და მატყლის წინდები, როცა ისინი თავისთავად ცივი არიან? როგორ აძლევს ტანისამოსი ადამიანს სითბოს, რომელსაც თვითონ მოკლებულია?

საქმე ის არის, რომ სითბოს ადამიანს ტანისამოსი არ აძლევს და ვერც მისცემს. ეს მოვლენა სრულიად სხვა მიზეზით ხდება.

ადამიანის სხეული გახურებულ ბუხარს ჰგავს. როგორც ბუხარში იწვის შეშა და ოთახში სიცხეს აყენებს, ისე ადამინის კუჭში გადამუშავდება და იხარშება საჭმელი, რის გამოც კუჭში დიდი სითბო ტრიალებს. ეს სითბო სისხლს მიაქვს ძარღვებში და მთელ სხეულს ჰფენს. ამიტომ, ადამიანის სხეულს რომ ხელი მიაკარო, სითბოს იგრძნობ. ეს ყველამ კარგად ვიცით.

ჰაერი, რომელიც ადამიანს გარშემო ახვევია, ზაფხულშიც კი ნაკლებად ცხელია, ვიდრე ადამიანის სხეული. გრილი და ცივი ჰაერი მიდის ადამიანის სხეულისაკენ, რათა გამოდევნოს სითბო და მისი ადგილი დაიჭიროს, რაც ადამიანს ავად გახდიდა მის წინააღმდეგ რაიმე სახის ღონისძიება რომ არ მოეგონებინა. ეს ღონისძიება არის ტანსაცმელი. ადამიანის სხეული შემოსილია ტანსაცმლით, რომელიც არც სხეულის სითბოს უშვებს გარეთ და არც გარეთა ცივ ჰაერს უშვებს სხეულამდე. ამგვარად ადამიანის მთელი სითბო რჩება მისსავე სხეულში. ამის გამო ადამიანი თბილად ჰგრძნობს თავს, ხშირად არ ცივდება და ავად არ ხდება.

ზამთარში იცვამენ ტანსაცმელს, რომელიც უფრო კარგად ინარჩუნებს შიგნით სითბოს და გარეთ სიცივეს. ასეთია მაგალითად, ტყავის, მატყლის, შალის, მაუდის ტანსაცმელი. ხოლო ტანსაცმელს, რომელიც ნაკლებად იჭერს სხეულის სითბოს და ჰაერს ადვილად უშვებს სხეულამდე, იცვამენ ზაფხულში. ასეთია ტილოს, მიტკლის, ჩითის, აბრეშუმის ტანსაცმელი.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen