კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 07:49

 

- ხრ, ხრ,ხრ!.. - ბესიკს უცნაური ხმა მოესმა. "ნეტავ რა ხმაურობს?” - გაიფიქრა და სალომე ბებიას ეზოსკენ გაქანდა. ბებია სალომეს სახლის წინ ერთი ბებერი ცაცხვი იდგა. მშვენივრად აყვავდებოდა ხოლმე და ჩრდილიც კარგი ჰქონდა, მაგრამ ამ ზაფხულს ძველებურად ვეღარ გაიფურჩქნა. ტოტები შეახმა, დაუშნოვდა, ახლა ორი კაცი მისდგომოდა და ძირში ხერხავდა. უცებ ხე წაიქცა.

- აუუ! - შესძახეს გოგოებმა და ბიჭებმა და წაქცეულ ხეს მისცვივდნენ. ტოტებზე შემოსხდნენ და ქანაობა დაიწყეს. მერე შეშისმჭრელებმა უთხრეს, აბა, გადმოხტით, სამუშაო უნდა დავასრულოთო! ჯერ ტოტები აკაფეს, მერე თანაბრად დახერხეს, საჩეხში დაალაგეს და წავიდნენ. ეზოში ნაფოტები და ნახერხი ეყარა.

სალომე ბებიამ ეზოს დასუფთავება დაიწყო.

- ჩვენც მოგეხმარებით, ბებია! - უთხრა ბესიკმა და მერე გოგო-ბიჭებს მიუბრუნდა: - მოდით, მივეხმაროთ!

ბავშვებმა გაფანტული ნაფოტები აკრიფეს და ისე მოასუფთავეს ეზო, რომ ჩხირიც კი არ დაუტოვებიათ.

- გაეზარდეთ თქვენს მშობლებს! ამოდენა საქმეს სამ დღესაც ვერ მოვრჩებოდი! - უთხრა გახარებულმა სალომე ბებიამ ბავშვებს და ჩირით გაუმასპინძლდა.

შემოდგომაზე ბებია სალომემ ბავშვების დახმარებით გამხმარი ცაცხვის ადგილას რამდენიმე ნერგი დარგო. ბავშვები გახარებული იყვნენ, ასეთ კარგ საქმეში რომ მიიღეს მონაწილეობა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen