კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 10:16

 

სეტყვა მარტო გაზაფხულზე და ზაფხულში მოდის, უფრო მაშინ, როდესაც ძლიერ ცხელა. სეტყვა ჩნდება შემდეგი სახით: როცა მაღლა ღრუბლებიდან წვიმა წამოვა და გზაზე დაუხვდება ძლიერ ცივი ჰაერი ან ქარი, მაშინ წვიმის ნამები იყინება და დედამიწაზე სწრაფად, რახა-რუხით ცვივა.

რაც უფრო მხვილი წვიმა მოდის ციდან, იმდენად უფრო მსხვილი სეტყვა ჩნდება. კაკალზე მოზრდილი სეტყვა ჩვენთან იშვიათია, მაგრამ ზოგიერთ ქვეყნებში ზოგჯერ ქათმის კვერცხის ოდენა სეტყვას ყრის. სეტყვა საშინლად აოხრებს ყოველგვარ მოსავალს და დიდს ზარალს აყენებს მხვნელ-მთესველს. სეტყვა ზოგჯერ ფრინველსაც ბევრს ხოცავს.

კიდევ კარგი, რომ სეტყვა დიდი ხნით არ მოდის და რამდენიმე წამის ან წუთის შემდეგ გადაივლის ხოლმე. 

სეტყვის ღრუბელი ადვილი გამოსაცნობია: მას აქვს თეთრი ან მუქი ნაცრისფერი ფერი, გვერდები ოღრო-ჩოღრო, თითქოს ვინმეს გამოუგლეჯიაო. სეტყვის ღრუბელი დაბლა მოძრაობს და ცას ძლიერ აბნელებს.

სეტყვის მოსვლის წინ ისმის ერთნაირი შხუილი და მას ყველთვის თან მოსდევს ქარიშხალი, ელვა და ჭექა-ქუხილი. 

სეტყვა ყოველთვის დღისით  ჩნდება, ღამით კი ძალიან იშვიათად მოდის.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen