კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 08:20

 

მოკრიალებულ ცაზე გაზაფხულის პატარა ღრუბელი მოცურავს და ისეთი დაღვრემილია, სულ სახე ჩამოსტირის. მოდის და სულ უფრო ღონდება და ღონდება. შემოხვდა ერთი წერო. 

- ეჰეი, ღრუბლიკო - შორიდანვე შეუძახა წერომ - რა დაგმართნია?

- რაღა რა დამმართნია, საკითხავი აღარა ვარ - ამოიოხ რა ღრუბელმა. ხომ იცი, პატარაობიდანვე როგორ მიყვარს ყვავილები და ბალახები და მერე რა გამოვიდა? სულ ასე, ზემოდან უნდა დავყურებდე? მეც მინდა ახლოს მივიდე, თვალებში ჩავხედო, ნაზად დავყნოსო, არა და აღარ მინდა ასე ცხოვრება... უკვე ასლუკუნებდა და მსხვილი ცრემლები გადმოაყარა პატარა ღრუბელმა.

წერო ჩაფიქრდა. მერე კი უთხრა:

- ცოტა დაიცადე რა, სულ ცოტა, კარგი? - და ძირს დაეშვა. დაფრინდა მიწაზე, გრძელი ნისკარტით გადაქექა გაზაფხულის მიწის ხნულები, ამოკრიფა თესლები და აფრინდა ღრუბელთან. თესლები უბეში ჩაუყარა და უთხრა: - თბილად შეინახე და ბედნიერი იქნებიო.

ჩაითბუნა ღრუბელმა თესლები და გატრუნული ფრთხილად გასრიალდა ცაზე. რამდენიმე დღის შემდეგ რაღაცნაირად აწრიალდა, აცმუკდა, ჯერ ერთი-ორჯერ ჩაიცინა, მერე კი ახითხითდა და აკისკისდა: თურმე თესლები გაღვივდნენ, პატარა ფესვები აატოკეს და უღიტინებენ ღრუბელს!

ცოტა ხანში კი, ჰოი, საოცრებავ! ზედ ღრუბლის მკერდზე თავი ამოყო და აბიბინდა მწვანე ჯეჯილი, ცოტა ხანში გვირილაც ამოიზარდა, მიიხედ-მოიხედა და გაიცინა. მას ყაყაჩოები მოჰყვნენ, აღაღანდნენ წითლად.

გაიხარა ღრუბელმა და სიმღერით გასწია ცაზე. მიდის და მიიმღერის. მღერის და ბედნიერია. ცის ნიავი იმის ყვავილებს ეთამაშება. ღრუბლები გაკვირვებით შესცქერიან ამ პატარა ღრუბელ-მდელოს. თუმცა რა არის გასაკვირი? რაღა არ ხდება ამ დალოცვილ ცაზე?

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen