კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 08:02

 

ვენახის თავში ბებერი ჭერამზე მოლაღური შემოჯდა და საამოდ ამღერდა. უცებ გალობა შეწყვიტა და სმენად იქცა - დაბლიდან ყრუ კვნესა მოესშა.

- ნეტა ვინ კვნესის? - გაიფიქრა მოლაღურმა, - რქაწითელი ოხრავს, ნეტა რა აწუხებს! - ხმამაღლა წარმოთქვა და მერე ვაზთან მიფრინდა.

- ძვირფასო, ვინ გაწყენინა? რატომ ტირი! - ჰკითხა ალერსიანად და ყურებჩამოყრილ ფოთლებზე დააშტერდა. რქაწითელმა კვნესას უმატა.

- მითხარ, გეთაყვა, იქნებ ავად ხარ? წავალ, შენს გამზრდელ შადიმანს მოგიყვან, - უთხრა და ფრთები შეარხია.

- არა! - შესძახა ვაზმა და ბოძში ჩარჭობილ ალმასივით ცულს ცრემლიანი თვალებით გახედა.

ამ დროს ბულბული მოფრინდა. ვარდის ბუჩქზე ჩამოჯდა და, ის იყო, უნდა დაესტვინა, რომ ვაზის ძირში დაღვრემილ მოლაღურს მოჰკრა თვალი. მასთან მიფრინდა და ჩაეკითხა:

- ჩემს ლამაზ რქაწითელს რატომ მოუწყენია?

- არ ვიცი, რატომ, არაფერს მეუბნება, - მიუგო მოლაღურმა.

- ალბათ ავად არის, შადიმანს დავუძახებ, - თქვა ბულბულმა და აფრენა დააპირა.

- არა! - შეჰკივლა ვაზმა.

- რატომ არა, შადიმანმა შვილივით გაგზარდა, დღენიადაგ თავს გევლება, ცივ ნიავს არ გაკარებს, თბილად უთხრა რქაწითელს ბულბულმა და ფოთლებზე მოეფერა.

ვენახს მერცხალმა გადაუფრინა. ვაზის ძირში მოწყენილ მოლაღურს და ბულბულს მოჰკრა თვალი, რაღაც ცუდი ამბავიაო, გაიფიქრა და მათთან მიფრინდა.

- რატომ შეკრებილხართ? რა მოხდა? რქაწითელს რა ატირებს? - სხაპასხუპით მიაყარა კითხვები.

არ გვეუბნება! - ერთდროულად უპასუხეს მერცხალს მგოსნებმა და რქაწითელს თრიმლისფერ თვალებში ჩააშტერდნენ.

- ავად იქნება, ახლავე შადიმანთან გავფრინდები და აქ მოვიყვან, - თქვა მერცხალმა და ასაფრენად მოემზადა. 

- არა! - ხმისკანკალით შესძახა რქაწითელმა, ნავენახარში უსულოდ დაყრილ გაზის გორას ცრემლიანი თვალით გადახედა და ხმამაღლა აქვითინდა.

- ყვა, ყვა! - ხრინწიანი ხმით შესძა ხა ყვავმა, რუს პირას კაკლის ტოტზე დასკუპდა და შეკრებილთ ქედმაღლურად გადახედა.

- რამ შეგყარათ მგოსნებო, საქორწილოდ ხომ არ ემზადებით? - იკითხა ირონიულად. მათთან მიფრინდა და მტირალ რქაწითელს ბრიალა თვალები უტიფრად მიანათა.

მგოსნებმა არ უპასუხეს.

- თქვენი დუმილი და ვაზის ტირილი გასაგებია, შეხედეთ, გაჩეხილი რქაწითელის ზვინებს, მაგასაც ეგ დღე ელის და ცრემლად იმიტომ იღვრება, - წამოაყრანტალა ყვავმა და გაპრიალებულ ცულს გაეღრიჯა.

- მძორიჭამია, მყრალო, ენა მუცელში ჩაიგდე! - მკვახედ უთხრა მოლაღურმა და ცას შეხედა. ცა საავდროდ მოიღრუბლა.

- მე ხმას ჩავიგდებ, მაგრამ სიმართლეს სად გაექცევით? ადამიანებმა რქაწითელს მწვანე საზამთრო ამჯობინეს. იტირეთ რამდენიც გინდათ! შადიმანის ცულს ეგ მაინც ვერ გადაურჩება, - თქვა ყვავმა და გაფრინდა.

მგოსნებმა ენამყრალას ქოქოლა მიაყარეს.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen