კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 08:30

 

იყო და არა იყო რა, იყო ხუთი ძმა. ერთხელ ძმებმა მოითათბირეს:

- მოდი, ისეთი მაჩუბი (კოშკი) ავაშენოთ, მთელ ხეობაში იმისთანა მეორე არ იყოსო. წავიდნენ ოსტატის საძებნელად. ბევრი ძებნისა და კითხვა-კითხვის შემდეგ იპოვეს ერთი კარგი ოსტატი და შეუდგნენ მაჩუბის შენებას.

თორმეტი წელი აშენეს და, როგორც იქნა, მეთორმეტე წელს დაამთავრეს მისი შენება. ოსტატმა თქვა:

- წადით ახლა, მთელი ხეობა დაიარეთ და თუ ამაზე უკეთესი კოშკი სადმე ნახოთ, რაც გინდათ, ის მიყავითო.

მართლაც, ძმებმა დაიარეს მთელი ხეობა და იმაზე უკეთესი კოშკი ვერსად ნახეს. იფიქრეს:

- ხომ შეიძლება, ჩვენმა ოსტატმა სხვასაც აუშენოს ასეთი სახლი, მოდი, დავამწყვდიოთ და სხვას კოშკს ვეღარ აუშენებსო.

შინ რომ დაბრუნდნენ, ოსტატი დილეგში შეაგდეს და უთხრეს:

- კოშკი კი საუკეთესო აგიშენებია, მაგრამ სანამ თუჯის კარსაც არ შეაბამ, დილეგში იჯდებიო.

- კარგიო, - უპასუხა ოსტატმა, - ოღონდ ერთ რამეს გთხოვთ და ის უნდა ამისრულოთ: ჩემს ცოლთან მიმეგზავნეთ და უთხარით: თორმეტკლიტულში რომ ჩემი სწორ-მრუდის მაკრატელი დევს, ის გამომიგზავნე-თქო. უიმისოდ თუჯის კარს ვერ ჩამოვაბამო.

ძმებმა იფიქრეს: რა გვენაღვლება, წავალთ, იმ სწორ-მრუდის მაკრატელს მოვიტანთ, თუჯის კარსაც ჩამოვაბმევინებთ და მერე ოსტატის სამუდამო დამწყვდევას წინ რაღა უდგასო.

გაგზავნეს ორი ძმა. ბევრი სიარულის შემდეგ ძმები ოსტატის ცოლს მიადგნენ და მოახსენეს ქმრის თხოვნა. ოსტატის ცოლი მაშინვე მიხვდა ყველაფერს. შეიყვანა ძმები თორმეტკლიტულში, კარი მაგრად გამოუკეტა და მიაძახა:

- ერთი ჩემი ქმარი იქნება დამწყვდეული, ორი კი - თქვენო.

ძმებმა რომ დააგვიანეს, ადგა კიდევ ორი ძმა და მათი ამბის გასაგებად გაეშურა. ოსტატის ცოლმა ისინიც იქ გამოამწყვდია და უთხრა:

- ერთი ჩემი ქმარი იქნება დამწყვდეული, ოთხი კი - თქვენო.

გავიდა ხანი. ძმებმა იფიქრეს: თუ რამე არ ვიღონეთ, ამ თორმეტკლიტულში ამოვიხოცებითო. შეუთვალეს ოსტატის ცოლს:

- ოღონდ აქედან გაგვიშვი და რასაც ითხოვ, აგისრულებთო.

- სანამ იმდენ ცხვარ-ძროხას არ მომიყვანთ, რამდენი ლოდიც თქვენს კოშკს მოხმარდა, და თანაც ჩემს ქმარსაც არ გამოუშვებთ, მანამდე აქ ისხდებითო.

რაღას იზამდნენ დამწყვდეული ძმები. შუაკაცს სთხოვეს:

- ჩვენს ძმასთან წადი და უთხარი, ჩვენი ოსტატიც გამოუშვი და რაც საქონელი გვყავს, აქ მორეკე-თქო.

გამოუშვა ძმამ დილეგში დამწყვდეული ოსტატი, გაირეკა წინ ხუთი ძმის ჯოგი და ოსტატის ცოლს მიაყენა კარზე.

ოსტატის ცოლმა თავისი სიტყვა შეასრულა - გაათავისუფლა თორმეტკლიტულში დამწყვდეული ოთხივე ძმა და უთხრა:

- აი, ესეც თქვენი სწორ-მრუდის მაკრატელი, წაბრძანდით და ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთო.

კუდამოძუებული ძმები შინ დაბრუნდნენ. ოსტატმა და თავისმა ცოლმა კი ბედნიერად იცხოვრეს.

 

„ლხინ ამეჩუ, ჭირ ეჩეჩუ, 

ფექ ამეჩუ, გატ ეჩეჩუ“. 

(„ლხინი აქა, ჭირი იქა, 

ფქვილი აქა, ქატო იქა").

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen