კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 08:17

მოდი ერთი ვნახოთ, რა ხდება, რა ამბავია ქვეყნიერებაზეო, იფიქრეს მაიმუნებმა და სამოგზაუროდ წავიდნენ. ცოტა ირბინეს თუ ბევრი ირბინეს, დაიღალნენ და ჩამოსხდნენ, მუხლს ქარი ამოვაღებინოთო.

- აბა, გაიხედ-გამოიხედეთ, რასა ვხედავთ? - თქვა ერთმა.

- რასა ვხედავთ და გალიაში ლომია, აუზში სელაპი, იმ ბაკში კი ჟირაფია.- ქვეყანა დიდია, დიდი! მოგზაურობას რა სჯობს!

ამის თქმა იყო და ისევ გაქანდნენ, სანამ მაგრა არ გაიქაფნენ, აღარ შეუსვენიათ.

უკვე შუადღის მზე აჭერდა.

- ახლა რაღასა ვხედავთ?

- რასა ვხედავთ და ბაკში ჟირაფია, აუზში სელაპი, იმ გალიაში კი ლომია.

- მართლაც დიდია ქვეყანა, დიდი! მოგზაურობას რა სჯობს! წამოხტნენ მაიმუნები და გზა განაგრძეს. ირბინეს, ირბინეს და, ქანცი რომ გაუწყდათ, მზეც ჩასვლაზე იყო.

- აბა, თუ იტყვი, რასა ვხედავთ?

- რასა ვხედავთ და გალიაში ლომია, ბაკში ჟირაფი, აუზში კი სელაპი ჭყუმპალაობს.

- ეჰ, მართლა მოსაწყენია ეს ქვეყანა! სულ ერთი და იგივე ყელში ამოვიდა.

არა, მოგზაურობაშიც რა ყრია? არაფერი!

ოღონდ მოგზაურს გააჩნია. სირბილით კი დილიდან საღამომდე დარბოდნენ, მაგრამ ახლა იმას არ იკითხავ, სად მოგზაურობდნენ? სადა და თავიანთ გალიაში.

 

* * * * * * *

მთარგმნელი: გურამ გოგიაშვილი

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen