ნიღაბმა უთხრა სახეს: "პირდაპირ საოცარია, რას არ შექმნის ბუნება! როგორ დამემსგავსე აგრე: ცხვირიც ჩემი გაქვს, თვალებიც, გამოხედვითა და ღიმილითაც ჩემი ორეული ხარ, ნუთუ სირცხვილი მაინც არ გაქვს, რომ საკუთარი არაფერი გაგაჩნია და ყველაფერს მე დამსესხებიხარო".
სახემ კი მიუგო: " ერთი რომ, მე ბუნების კი არა, ღვთის შექმნილი ვარ, შენ კი მართლაც ბუნებისმიერი მასალისაგან ხარ გაკეთებული ვითაც ბრიყვის მიერ, ნუთუ შენმა უძრაობამ და მკვდრულმა სიცივემ მაინც ვერ მიგახვედრეს, რომ დამოუკიდებლად არ არსებობ და მხოლოდ და მხოლოდ ჩემი გამომეტყველებისა და განწყობილების შესანიღბად შეუქმნიხართო".


