სასანთლემ უთხრა სანთელს: "ჩემს გარეშე შენს არსებობას არი არა აქვს, მე რომ არ ვიკავებდე, როგორ გაანათებდი, ან რა სარგებელს მოუტანდიო ვინმეს".
სანთელმა კი მიუგო: " ნუ დაგავიწყდება, რომ შენამდე მე ვარსბობდი, შენა ხარ ჩემთვის გაკეთებული და არა მე შენთვისო. ჩემი დანიშნულება ბნელის განათებაა, შენი დანიშნულება კი ჩემი დაკავებაა: თავად შენი სახელიც კი ამას მეტყველებსო".


