ჭიანჭველამ უთხრა ჭიანჭველაჭამიას: "ამოდენა მხეცი ხარ და ჩემი წყალობით გიცნობს ხალხი. მე რომ არ ვყოფილიყავი, შენი ვინაობა არავის ეცოდინებოდაო".
ხოლო ჭიანჭველაჭამიამ მიუგო: "შე საბრალო, მიწასაც ძლივს აჩნიხარ, ჩემი საუზმე რომ არ ყოფილიყავ, ვერც კი გაიგებდაო ხალხი შენს არსებობას".
ეს უთხრა და წამსვე გადასანსლა. ეს იყო მისი გადამწყვეტი არგუმენტი.


