სიყვარული დამრჩა სააღსარებო,
საიდუმლო, ცაზე უფრო მაღალი.
ახალწელი მომილოცავს, ქალებო,
და ყოველი ახალიც,
რომ ჩემს შემდეგ, როცა ახალ წელიწადს
შეეგებოს გული უმწუხარებო,
ჩურჩულებდეს ეს ჩემი ნაწერიცა:
- გილოცავთო, ქალებო!
მაშინ ზეცაც ქვებს და ადამიანებს
დაამშვენებს უთეთრესი ფარჩითა
და ახალწლით გამოწვეულ სიამეს
მწუხარება დასჩითავს.


