კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 08:42

 

მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი

 

სულო, რა ხელყრი, - ყოფნა კაცისა 

კვლავ მარტოობის სევდით შებურო?..

სადით სად დაგაქვს ღვთაებრივი შენი სინათლე!

მორუნდი სულო, დაობლებულო, 

შენს სამკვიდროში დაებინადრე!..


წარსულან წლები, გარდაუვლიათ... 

დროა აღავსო შენი ჭურჭელი!.. 

მაინც სად მიხვალ ასე მდუმრიად, 

ვის საუფლოში მიიძურწები?


გახსოვს იგი დღე? - უხმოდ აინთე, 

ქარი დაძრწოდა ზღვიდან ფლატემდი, 

არარაიდან არარაიმდე 

ყრუ სიმძიმილით დაფარფატებდი...


გარნა უეცრად აღჩნდა ნათელი, 

დამბადებელმან თავისავე ხატად მოგიცა; 

გარე სამოსად შემოგასხა ბნელი ჭურჭელი 

და განგარიდა კაეშანი უსაგნობისა...


... მაინც სად გამწევ, საით წამიტან, 

სად ჩაიშლება თიხის გორგალი, 

მწვრთნელი ბევრს გწრთვიდა დასაბამიდან, -

უდრეკი ყავდა შეუბორკალი.


მარქვი, რას გარგებს გზებზე ბარბაცი, 

მაინც გარდავალს შენი დროება... 

მცირედ თუ გიჩანს ქვეყნის დარბაზი, - 

სრა-სამყოფელი გევიწროება?..


გაღმა ვიღაც გლოვს, შემწეს მოელის... 

გარნა კვლავ იმღერს ჩანგი მოსავთა, 

რომ სიყვარული ზეგარდმოელის 

შენს დაბადებას გარემოსავდა...


ეჰა, რად მიფრთხი, რისთვის მეკრძალვი, 

ვერას ვერ გავნებს შენი მწყევარი... 

მალე მოაწევს ჟამი სთვლობისა, 

ჩვენც მოგვეწევა მოსაწევარი...


რკინას მტვრად აქცევს ძალი ძლიერის, 

სეფე-დარბაზი უჩანს ახურად, 

გზა მოიძიე აღსალიერის, 

ცას შეუდექი შინამსახურად, -


რომ სივრცეები ნათლით შებურო, 

მზეს შეუსართო შენი სინათლე... 

მობრუნდი, სულო, დაობლებულო, 

შენს სამკვიდროში დაებინადრე!..

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen