კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 09:36

 

შემინდე, რომ ვერ გიძღვენ ამ შობას

შეპირებული მორცხვი კრებული;

გარეთ ხომ მაინც ლაღობს ბავშვობა -

ნათხოვარ ციგით გახარებული!..


ნუ იტყვი: რომ ვერ მიტან ჭიქიანს,

რომ დენდ პოეტებს ფულს ვესესხები.

მოდი და, ჰკითხე, შუკო ჯიქიას:

თუ ჭიქა არყად ღირან ლექსები.


ვიცი, რომ ოჯახს დიდი კუჭი აქვს:

ვერ დაანაყრებს მუზის ჯეჯილი…

და ეს ლექსიც ხომ: სტამბის ჭუჭყია -

გულიდან ლუკმად ამოგლეჯილი!


მაგრამ… ხსნილ სულში სულ სხვა ლექსია -

ყრმა მოცარტივით ჰანგთა მთოვარი,

ამაღლებული თვითეკლესია

და წამებული, ვით მაცხოვარი.


ჰოდა, ნუ მყვედრი, რაკი ამ შობას

ვერ მოგახარე მეკვლე-კრებული -

უბელო, როგორც კვიცი ბავშვობა,

და უკვე… ჩემებრ გაფითრებული.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen