თანია ჩემო. ნუ გამიმტყუნებ, -
თუ ისე ვერ ვარ, როგორც არიან,
ჩემი სიმდიდრე და სიღარიბე
ისევ ბავშვობის მზე და მთვარეა...
დღით ლექსებსა ვწერ,
ღამით ვარსკვლავს ვკრეფ,
უფრო ღამით კი ვკეტავ დარიალს...
იმ მყუდროებას
ასე ვარჩიე
და ვწირავ თავს და
ვამბობ: - ვალია.


