|
ჰეი, ტკბილო ხმებო, თქვე ჩემო მტრებო! ცაში მიგყევართ, ღვთიურ ხმას ჰგევხართ. თავს თქვენ მავიწყებთ, მიტომ მამიწებთ; სრულად მოგანდეთ მე ჩემი თავი და აღარ ვფიქრობ შამემთხვას ავი, ან მოვკვდე სადმე ოხერ-ტიალად: ქმნილი ვარ მისი ტანჯვის ფიალად. ეჰ, ხმებო, ხმებო, დებო და ძმებო, მომაპყართ სმენა! თქვენა მკლავთ, თქვენა! თქვენ შამაყვარეთ მშობელი ენა, ტანჯვით ცხოვრება და აღმაფრენა. |


