|
ჯერ არ მომკვდარა მორწმუნე გული: შავმა დრომ მხოლოდ დააავადა; მაგრამ ნუგეში, დღეს განკიცხული, გამწყრალმა გულმა ფთხილად დამალა.
მოკვდება - მუდამ ის ვერ იხარებს, - კბილ-აფთრიანი, მღმუარი მგელი მუდამ ბავშვებსა ვერ შეგვიშინებს.
ზვავი გრიალით დაიწყებს დენას, შავად ხევები აღელვდებიან, არწივი მთაზედ დაიწყებს „ყეფას“.
ამცნებს არესა ზამთრის სიკვდილსა; მოგროვდებიან ბუნების ძალნი და დაიწყებენ მოთქმით ტირილსა.
ღიმილით მეტყვის „გამარჯვებასა“; მეც სალამს მივცემ, თავს მოვევლები და ამოვიდგამ დაბმულს ენასა.
დაგუბებული გრძნობა იფეთქებს; სხვაფერ იწყობენ სიმნი კანკალსა, გრძნობა სარჩულად იას დაიდებს.
არ შემაძრწუნებს ტრფობით მოკლული; აღარ ვახსენებ საზარ „შიმშილსა“, ახლა შვენებას ეძმობა გული.
უნდა ვიძახო „პური“ და „პური“; ვისც არ უნახავს შიმშილით მკვდარი, იმას ჩლუნგი აქვს, ძმავ, გულისყური.
გულს არ უშფოთებს მას ცრემლის გუბე: თვალს მოარიდებს ამ „უშნო“ სურათს, მას შორს ეძახის ბუნების უბე.
მღერას არ უშლის მკვდარი ბუნება. მაგრამ ვინც შრომობს, გულითა სტირის, დროებით უნდა მას დასვენება. |


