|
მიუძღოდი ჯარს, ჭიხვინებდა შენი მერანი: ომში წასულთა ზიარება გებარათ ოდეს წინ მიდიოდენ მედროშენი, მოსიმღერენი, ერთი მათგანიც აღარ მოვა აქ არასოდეს.
გეუბნებოდენ: საქართველო შენი გახსოვდეს - ბედნიერებას გპირდებოდენ მათი თვალები. ერთი მათგანიც აღარ მოვა აქ არასოდეს.
თითქო ყველაფერს კარი მძიმედ გადარაზოდეს, ოჰ, არასოდეს არვინ მოვა იმათთაგანი - არ გაიღიმებს საქართველოს მზე არასოდეს! |


